"თუ მოვკვდი, აიღებ პასუხისმგებლობას?" - რუსი სპორტსმენი მსაჯს დაუპირისპირდა

AutoSharing Option
დანილ მედვედევი იტალიელ ფაბიო ფონინისთან შეხვედრის მიმდინარეობისას მსაჯს დაუპირისპირდა. რუსი სპორტსმენი არბიტრს ეუბნებოდა, რომ თუ მოკვდებოდა, პასუხისმგებელი არბიტრი იქნებოდა.

ჩოგბურთის ვარსკვლავები ზაფხულის პირობებში თამაშს აპროტესტებენ. თავის მხრივ, დანილი გუშინ სიცხესა და ტენიანობას ებრძოდა. სწორედ ამიტომ, კარლოს რამოსმა (მსაჯმა) რუსს ჰკითხა, განაგრძობდა თუ არა თამაშს.

"მე შემიძლია შეხვედრის დასრულება, თუმცა შეიძლება მოვკვდე," - ამბობს მედვედევი.

"თუ მე მოვკვდები, აიღებ პასუხისმგებლობას?"

საბოლოოდ, დანილი კორტზე გამოვიდა და იტალიელი მეტოქე 6:2 3:6 6:2 დაამარცხა.

რთულ პირობებში თამაში გააპროტესტა არგენტინელმა დიეგო შვარცმანმაც, რომელმაც აღნიშნა:

"რთულია,
ასეთ პირობებში ითამაში. არ ვიცი, რამდენი გრადუსი იყო, თუმცა, ვფიქრობ, რომ 40 მაინც იქნებოდა, სიგიჟეა, როდესაც სათამაშოდ შუადღისით გვაგზავნიან, როდესაც ტემპერატურა ძალიან მაღალია.

3-მა ადამიანმა, რომლებიც კონდიციონერთან სხედან, გადაწყვიტა, რომ ჩვენ ამ საგიჟეთში უნდა ვითამაშოთ... ისინი სავარძლებში არიან მოთავსებულნი, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი სათვალეებს გაიკეთენ და მიდიან. ეს ყველაფერი "მოსიარულე მკვდრების" რამდენიმე სცენას ჰგავს".

მომზადებულია marca-ს მიხედვით




მკითხველის კომენტარები / 8 /
მართალია ეს კაცი. 1964 წელსაც იყო ტოკიოში ოლიმპიადა, მაგრამ ოქტობერში, როდსაც უფრო გრილა.
თენგო
17:19 29-07-2021
0
მართალია ეს კაცი - 1964 წელსაც ჩატარდა ტოკიოში ოლიმპიადა, მაგრამ ოქტომბერში, როდესაც შედარებით სიგრილეა.
თენგო
16:49 29-07-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული