ორი ფავორიტი დამარცხებულია! ფინალში ერთმანეთს ზვერევი და ხაჩანოვი დაუპირისპირდებიან [PHOTO]

AutoSharing Option
დღეს 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 2 ფინალისტის ვინაობა გაირკვა.

პირველ შეხვედრაში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი კარენ ხაჩანოვი (25) ესპანელ კარენო ბუსტას (11) დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:3 6:3 დაამარცხა.

1-ელ სეტში რუსმა ჩოგბურთელმა მეტოქის ორი მოწოდება მოიგო - მე-5 სეტში ბრეიკით დაწინაურდა, ხოლო მეცხრეში ბუსტას ჩაწოდებაზე სეტი თავის სასარგებლოდ დახურა.

Sportall.Ge

მეორე ნახევარი სპორტსმენებმა აქტიურად დაიწყეს, ხაჩანოვმა კი გარდამტეხი უპირატესობა მე-6 გეიმში მოიპოვა, როდესაც ესპანელი ჩოგბურთელის მოწოდებაზე 40:15 დაწინაურდა, მიღებული ფორა კი აღარ გაანიავა და ოლიმპიური ფინალის საგზურიც მოიპოვა.

მეორე
შეხვედრაში ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი (1) და გერმანელი ალექსანდრ ზვერევი (5) დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გერმანელის გამარჯვებით, 1:6 6:3 6:1 დასრულდა.

1-ელ სეტში ნოვაკმა 6:1 მოიგო. მეორე სეტის მე-5 გეიმში სერბმა კიდევ ერთხელ შეძლო ზვერევის მოწოდების აღება, რითაც გულშემატკივარი, ფაქტობრივად, მის გამარჯვებაში დაარწმუნა, თუმცა გერმანელი დანებებას არ აპირებდა და ზედიზედ ორჯერ ნოლეს გეიმის მოგება და მეორე სეტის 6:3 დასრულება მოახერხა.

Sportall.Ge

შეხვედრა მესამე, გადამწყვეტ სეტში გადავიდა, სადაც ახალგაზრდა ვარსკვლავი შესანიშნავად გამოიყურებოდა. საწყისი გათამაშებებიდანვე ჩანდა, რომ ნოვაკს ნელ-ნელა პრობლემები ეწყებოდა, რითაც "საშამ" შესანიშნავად ისარგებლა და 6:1 იმარჯვა.

ამრიგად, ფინალში ერთმანეთს კარენ ხაშანოვი და ალექსანდრ ზვერევი შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 1-ელ აგვისტოს, 10 საათზეა ჩანიშნული, მესამე ადგილისთვის კი ნოვაკ ჯოკოვიჩი და კარენო ბუსტა ხვალ, 31 ივლისს, ჩვენი დროით 10 საათზე დაუპირისპირდებიან.



მკითხველის კომენტარები / 2 /
ფინალი - სომეხი რუსეთის წარმომადგენელი , და რუსი გერმანიის წარმომადგენელი .
vvvvv
13:30 31-07-2021
0
ნიკას ზვერევთან თითქმის თანაბარი თამაში ჰქონდა,ასე რომ ნიკას უკეთესი ადგილი ეკუთვნოდა,რომ არა წილისყრა...
ნიკა❤
12:27 31-07-2021
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული