მედვედევმა ფინალში ოპელკა დაამარცხა და ტორონტოს ტურნირი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 16 აგვისტოს, კანადაში გამართული 1000-ქულიანი ტურნირი დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში დანილ მედვედევმა რეილი ოპელკა 2 სეტში 6:4 6:3 დაამარცხა.

რუსმა ჩოგბურთელმა 1-ელ სეტში მეტოქის მოწოდება მე-5 გეიმში მოიგო და მიღებული უპირატესობა შეინარჩუნა. რაც შეეხება მეორე სეტს, დანილი კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა და მეტოქეს ბრეიკი 2-ჯერ (მე-3 და მე-9 გეიმებში) აართვა.

"მე ამ მომენტზე არც მიოცნებია. მასტერსზე ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი თამაშობენ, ამიტომ ეს ტიტული მიუღწეველია, თუმცა ახლა მე 5 ნათამაშები ფინალიდან 4 ჩემპიონობა მაქვს. ამით ბედნიერი ვარ. მე კიდევ
უფრო მეტი მსურს. მოხარული ვარ კანადაში წარმატებით.

დღესაც ოპელკამ გვაჩვენა, რომ შესანიშნავად თამაშობდა. რა თქმა უნდა, ის ბოლომდე იბრძოდა, გადამწყვეტ მომენტში საკუთარი მოწოდება გადაარჩინა. როდესაც შენს კარიერაში პირველ მასტერსის ფინალს თამაშობ, მარტივი სულაც არ არის. როცა კანადაში პირველად ჩამოვედი, მხოლოდ სამ შეხვედრაში გავიმარჯვე.

კანადასთან ერთად ცინცინატის ტურნირზე რაც შეიძლება მეტი შეხვედრის მოგებაა. მე ეს 2 წლის წინ უკვე შევძელი და კიდევ ერთხელ ვცდი" - თქვა მედვედევმა ფინალის შემდეგ.

რუსმა ჩოგბურთელმა ტორონტოს ტურნირის მოგებით 370 290$ გამოიმუშავა. თავის მხრივ, ოპელკამ 211 000$ მიიღო.

შეგახსენებთ, ამერიკაში ცინცინატის ტურნირი უკვე მიმდინარეობს, დღეს კი საქმეში ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაერთვება. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. მედვედევი ბრენდონ ნაკაშიმასა და მაკენზი მაკდონალდს შორის გაამარჯვებულს დაუპირისპირდება, ოპელკა კი - კორენტინ მუტეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული