ცინცინატის ტურნირის პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს რუსი სპორტსმენები დანილ მედვედევი (2) და ალექსანდრ რუბლევი (7) დაუპირისპირდნენ.
კვირის დასაწყისში კანადაში მოპოვებული ტიტულის შემდეგ დანილი ცინცინატის 1000 ქულიანი ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა რუბლევმა თანამემამულის დამარცხება 3 სეტში 2:6 6:3 6:3 მოახერხა და ფინალის საგზური მოიპოვა.
მეორე ნახევარფინალური შეხვედრა ალექსანდრ ზვერევსა (5) და სტეფანოს ციციპასს (3) შორის გაიმართება, მატჩი თბილისის დროით 02:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, ცინცინატის ტურნირის მოქმედი გამარჯვებული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი (1) გახლავთ.