სხვა

ჩოგბურთი

ბასილაშვილმა სლემისთვის ძალები დაზოგა - ნიკა უინსტონ სალემის ტურნირზე აღარ ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ში მიმდინარე უინსტონ სალემის ტურნირს საკუთარი სურვილით გამოეთიშა.

ჩვენებური მე-7 ნომრად იყო განთესილი და დღეს ის პირველ წრეში არგენტინელ ფედერიკო კორიას უნდა დაპირისპირებოდა, თუმცა ასპარეზობაზე უარი განაცხადა.

ამის ოფიციალური მიზეზი ბასილაშვილს ჯერჯერობით არ დაუსახელებია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მან ამერიკის ღია პირველობის წინ ძალები დაზოგა.

30 აგვისტოს წლის ბოლო დიდი სლემი US OPEN-ი იღებს სტარტს და ჩვენებურიც სწორედ დიდი მუზარადის ტურნირზე წარმატებაზეა კონცენტრირებული.
ასევე დაგაინტერესებთ