ბასილაშვილი სენსაციური მეტოქისა და კიდევ ერთი ამერიკელის წინააღმდეგ

AutoSharing Option
ამერიკის ღია პირველობის მეორე წრეში მარტივი გამარჯვებით გასული ნიკოლოზ ბასილაშვილი (39) დღეს, 2 სექტემბერს, კიდევ ერთ ამერიკელს, ამჯერად მაქსიმ გრესს (151) დაუპირისპირდება და კორტზე ფავორიტის სტატუსით გამოვა.

მეტოქეები აქამდე ერთმანეთს არ შეხვედრიან. გრესმა US OPEN-ზე საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, შემდეგ კი რეიტინგის მე-12 ნომერი, ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა სენსაციურად, 3:32 საათში, 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ 24 წლის სპორტსმენი გამოცდილ ესპანელთან 0:2 მარცხდებოდა, თუმცა ზედიზედ 3 სეტის მოგება და გამარჯვება მოახერხა.

წყვილში მოგებული, დიდი ალბათობით, შეერთებული შტატების კიდევ ერთ წარმომადგენელს, რაილ ოპელკას
(24) დაუპირისპირდება, რომელსაც ამისთვის იტალიელი ლორენცო მუსეტის (60) ძლევა დასჭირდება.

ბასილაშვილისა და გრესის დაპირისპირება თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

altრამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა კორდას დამარცხებით და რამდენს მიიღებს, თუ შემდეგ წრეშიც მოიგებს

altUS OPEN. ბასილაშვილს ახალგაზრდა ამერიკელი დანებდა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 2 /
…მოიგოოოოო!!!
დათო
00:07 03-09-2021
0
მიდი ნიკა, ბრწყინვალე შანსი გაქვს!
დათო
18:24 02-09-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული