ბასილაშვილმა დრამატულ მატჩში გაიმარჯვა და მეცის ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეცის საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 481 270 ევრო) მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელ ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინას სამ სეტში სძლია - მატჩი 2:53 საათი გაგრძელდა.

პირველი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა 0:6 დათმო, მეორე 6:4 მოიგო, მესამეში კი ტაიბრეიკზე იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილს სამედიცინო ტაიმ-აუტის აღება მოუწია.

ნიკოლოზმა პირველ წრეში იტალიელი ჯანლუკა მაგერი 6:3, 7:6 დაამარცხა, 24 სექტემბერს კი, მეოთხედფინალში, ფრანგ გაელ მონფილს შეხვდება, რომელმაც გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს ორ სეტში სძლია.

ბასილაშვილისა და მონფილსის მატჩი 20:00 საათზეა ჩანიშნული.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ასეთი ბრწყინვალე ნიკა მე ჯერ არ მინახავს!
ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად, ტექნიკურად გამართული ჩოგბურთი ითამაშა და არც ფორტუნას არ უმტყუნია.
მაგრა ვისიამოვნე! გმადლობ, ნიკა! ასე განაგრძე!
ბესო შიოშვილი
24 სექტემბერი 2021 04:52
0
… გეთანხმებით ყველაფერში!!!
დათო
24 სექტემბერი 2021 12:24
0
ამ მოცემულობაში ნიკას თავისუფლად შეუძლია იყოს ტოპ-20 ში, ყველანაირი მონაცემი აქვს იყოს საუკეთესოთა შორის… წარმატებები ნიკოლოზ, წინ გაელ მონფის-სვიტოლინაა.
Musenbezi
24 სექტემბერი 2021 10:32
1
ყოჩაღ ნიკა! წარმატებები!
დათო
24 სექტემბერი 2021 12:09
0
… გილოცავთ ყველას ნიკას გამარჯვებას!!! ბრძოლაში გაიმარჯვ ა, იმ ბრძოლაში სადაც თითოეულ შეცდომას შეეძლო მატჩის ბედის გადაწყვეტა!!! დიდი ხანია არ მინახავს ასეთი დაძაბული და ხანგრძლივი შეხვედრა!!! ფოკინა ბოლოს ვეღარ სუნთქავდა, ძალიან კარგად თამაშობდა, მაგრამყოველი გათამაშების შემდეგ თავის გუნდს ელაპარაკებოდა, მეტი რაღა ვქნაო!!! ნიკას დაღლა საერთოდ არ ეტყობოდა, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალიან მომზადებული იყო!!!მთავარი დღევანდელ შეხვედრამდე აღდგენა შეძლოს!!! მადლობა ნიკა!!!
დათო
24 სექტემბერი 2021 10:17
0
თრილერმეიკერია რა! ასეთი გამაოგნებელი სპორტული შოუების გამო მაყურებლის ერთ-ერთი უსაყვარლესი ჩოგბურთელია და არა მხოლოდ ჩვენთან! ყველაზე ყურებადია მათ შორის, ვინც ტოპათეულში არ შედის. რაც კი ადრენალინია ჩემში, 80% ნიკას დამსახურებაა. ჩემ თავს არ ვჩივი, მის საბრალო მეტოქეს, პირდაპირ კორტზე რომ დამართა ნევროზი, ორშაბათიდან, თუ ფსიქიატრთან არა, ფსიქოლოგთან აუცილებლად მოუწევს ვიზიტების დაჯავშნა. ვისაც არ გინახავთ, გირჩევთ, ჩანაწერი მაინც არ გამაზოთ. ჩოგბურთი კი არა, ნამდვილად ფანტასტიური თრილერი იყო მისტიკის ელემენტებით. ბრავო ნიკა!!!
ქომაგი
24 სექტემბერი 2021 09:37
1
…მართალს ბრძანებთ!!! ჩვენი უსაყვრლესი ადამიანია ნიკოლოზი!!! ეს შეხვედრა ქამბექების სახელმძღვანელოში უნდა შევიდეს!!!
დათო
24 სექტემბერი 2021 14:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული