სხვა

ჩოგბურთი

ბასილაშვილი ყველაზე პრესტიჟული მასტერსის მეორე წრეში გავიდა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36) "ინდიან უელსი" წარმატებით დაიწყო - პირველ წრეში ამერიკელი კრისტოფერ იბენქსი (194) დაამარცხა - 6:4, 6:3. 

მომდევნო წრეში ნიკოლოზი 33 წლის ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48) დაუპირისპირდება.

ამ გამარჯვებით ჩვენებურმა 45 სარეიტინგო ქულა და 51 895 დოლარი გამოიმუშავა. იმ შემთხვევაში, თუ ის შემდეგ მეტოქესაც მოუგებს, დამატებით 45 ქულასა და 42 695 დოლარსაც მიიღებს.

29 წლის ბასილაშვილმა მომავალი მეტოქეს 2018 წელს, დოჰაში 3 სეტში სძლია: 6:1, 1:6, 6:1.

შეხვედრა 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

altბასილაშვილი საკვალიფიკაციოდან დამწყები ამერიკელის

წინააღმდეგ - "ინდიან უელსი" იწყება




ასევე დაგაინტერესებთ