ბასილაშვილმა საოცარი მატჩი მოიგო და "ინდიან უელსზე" წინ მიიწევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკაში მიმდინარე ინდიან უელსის ტურნირის 1/16-ფინალში ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36) ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი (48) 3 სეტში 4:6 7:6 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

პირველი სეტი ნიკოლოზმა 4:6 დათმო, თუმცა მეორეში 5:3 იყო ანგარიში, როცა სეტზე აწვდიდა. ესპანელმა ქართველის მოწოდება მოიგო და შემდეგ ანგარიშიც გაათანაბრა - 5:5. მომდევნო გეიმი ბასილაშვილმა საკუთარ მოწოდებაზე უქულოდ დაასრულა და ამჯერად ვინოლასი მატჩზე აწვდიდა. ნიკამ იბრძოლა, მეორე ბრეიკ პოინტი გამოიყენა და მატჩი ტაი ბრეიკში გადაიყვანა, სადაც იოლად იმარჯვა (7:2) და სეტებში ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

მე-3 სეტი
რადიკალურად განსხვავებულად წარიმართა. მატჩის სადავეები ხელთ ნიკოლოზმა იგდო და მარტივად, 6:2 მოიგო.

ქართველი მერვედფინალშია, მისი მეტოქე კი რუსი კარენ ხაჩანოვი (29) იქნება. მატჩი 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 01:15 საათზეა ჩანიშნული.

ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს 5-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 3 გამარჯვება ნიკამ იზეიმა, კარენმა კი - 2.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ნიკა, გილოცავ გამარჯვებას და მოგაგონებ, რომ ხაჩანოვი სამი მიზეზის გამო უნდა დაამარცხო, ჯერ ერთი, რომ სომეხია, მეორე, რომ რუსეთის სახელით გამოდის და მესამე ქულები და ფულები გჭირდება.
ჟორა
11:50 13-10-2021
3
ყოჩაღ ნიკა! წარმატებები!
დათო
10:58 13-10-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული