ბასილაშვილმა საოცარი მატჩი მოიგო და "ინდიან უელსზე" წინ მიიწევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკაში მიმდინარე ინდიან უელსის ტურნირის 1/16-ფინალში ქართველმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36) ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი (48) 3 სეტში 4:6 7:6 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

პირველი სეტი ნიკოლოზმა 4:6 დათმო, თუმცა მეორეში 5:3 იყო ანგარიში, როცა სეტზე აწვდიდა. ესპანელმა ქართველის მოწოდება მოიგო და შემდეგ ანგარიშიც გაათანაბრა - 5:5. მომდევნო გეიმი ბასილაშვილმა საკუთარ მოწოდებაზე უქულოდ დაასრულა და ამჯერად ვინოლასი მატჩზე აწვდიდა. ნიკამ იბრძოლა, მეორე ბრეიკ პოინტი გამოიყენა და მატჩი ტაი ბრეიკში გადაიყვანა, სადაც იოლად იმარჯვა (7:2) და სეტებში ანგარიში გაათანაბრა - 1:1.

მე-3 სეტი
რადიკალურად განსხვავებულად წარიმართა. მატჩის სადავეები ხელთ ნიკოლოზმა იგდო და მარტივად, 6:2 მოიგო.

ქართველი მერვედფინალშია, მისი მეტოქე კი რუსი კარენ ხაჩანოვი (29) იქნება. მატჩი 14 ოქტომბერს, თბილისის დროით 01:15 საათზეა ჩანიშნული.

ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს 5-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 3 გამარჯვება ნიკამ იზეიმა, კარენმა კი - 2.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ნიკა, გილოცავ გამარჯვებას და მოგაგონებ, რომ ხაჩანოვი სამი მიზეზის გამო უნდა დაამარცხო, ჯერ ერთი, რომ სომეხია, მეორე, რომ რუსეთის სახელით გამოდის და მესამე ქულები და ფულები გჭირდება.
ჟორა
13 ოქტომბერი 2021 11:50
3
ყოჩაღ ნიკა! წარმატებები!
დათო
13 ოქტომბერი 2021 10:58
0
ნიკა უკვე ნამდვილ მებრძოლად ჩამოყალიბდა, ბოლომდე იბრძვის და შედეგიც აქვს! ძალიან რთული სიტუაციებიდან ახერხებდა გამოსვლას და გამარჟვებას, ცოტა თავდაჯერება და ცოტა სიმშვიდე და იმედი მაქ მინიმუმ მეოთხედფინალი ჩვენია.
semi
13 ოქტომბერი 2021 10:38
0
ნიკა თუ ნერვებს აკონტროლებს , უმაღლესი კატეგორიის ჩოგბურთს თამაშობს . მეორე სეტში ბეწვის ხიდზე გაიარა , მგონია ჯობდა ვინოლასის დაბრეიკების მცდელობა სეტპოინტზე , მიეცა მისი მოწოდება და საკუთარი მოწოდებით მშვიდად მოეგო სეტი , თუმცა იმხელა ენერგია შეალია მის მოწოდებას და ემოციურად განიცადა , რომ საკუთარიც დათმო და გადარჩა რომ შეხვედრა არ წააგო . თუმცა შეძლო მობილიზება და აჩვენა ვინოლასს , რატომაც ითვლება , ყველაზე აგრესიულ შემტევად . თანაც , როდესაც , ასეთი სილამაზის გოგო გბალეშიკობს ტრიბუნიდან , რამდენჯერმე დაუყვირა კიდეც , ვინოლასს კი არა , ნებისმიერის დამარცხება შეგიძლია ნიკოლოს . გათავისუფლდი წარსულის ნეგატივისაგან და დარწმუნებული ვარ , არც ათეულია შენთვის მიუწვდომელი . წარმატებები ბასილ .
ATP 16
13 ოქტომბერი 2021 10:17
1
…ყოჩაღ ნიკა !!! ძალიან გვანერვიულა, რთული შეხვედრა იყო!!!
მაგრამ საბოლოოდ ძალიან გაგვახარა!!! ფსიქოლოგიურდ და ფიზიკურად კარგად არის მოზადებული!!! რამოსი კედელივით იდგა, ყველა ბურთს აბრუნებდა!!! დღეს ნიკას ბადესთან თამშიც გამოუვიდა და მეორე, მესამე სეტში 8 ეისი დააგროვა!!! წარმატება ნიკას ხაჩანოვთან!!!
დათო
13 ოქტომბერი 2021 10:14
0
… გასათვალისწინებელია ისიც , რომ რამოსი მაგარ ფირმაშია. წინა შეხვედრაში ატპ 11 ოჟე ალიასამს მოუგო!!!
დათო
13 ოქტომბერი 2021 11:03
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული