ბასილაშვილმა ციციპასს ისტორიული მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინდიან უელსის მასტერსის 1/4-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36) ბერძენი სტეფანოს ციციპასი (3) 6:4, 2:6, 6:4 დაამარცხა და მასტერსის ტურნირის ნახევარფინალში კარიერაში პირველად გავიდა.

ნიკოლოზი ციციპასს მესამედ შეხვდა, პირველად მოუგო და კარიერაში მეექვსედ დაამარცხა ტოპ-ათეულის ჩოგბურთელი. მან პირველად მოახერხა ათეულის წევრი მოთამაშის სეზონში ორჯერ ძლევა. ეს მისთვის ATP-ის მე-14 ნახევარფინალი იქნება.

ბასილაშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შემდეგ კი ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს (194), ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48) და კარენ ხაჩანოვს (რუსეთი, 29) სძლია.

ნიკოლოზი ნახევარფინალში ამერიკელ ტეილორ ფრიტცსა (39) და ალექსანდერ ზვერევს (გერმანია,
4) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ამ გამარჯვების შედეგად ბასილაშვილი 160 000$-სა და 180 ქულას მიიღებს, რითაც მსოფლიოს 29-ე ჩოგბურთელი გახდება. ფინალში გასვლის შემთხვევაში, ქართველი რეიტინგში კიდევ 2 პოზიციით წაიწევს წინ.

ტურნირის საპრიზო ფონდი 8 359 455 დოლარია.

მკითხველის კომენტარები / 48 /
ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ნიკამ, თუმცა ჩვენთვის ეს საკმარისი არ არის და მეტი გვინდა როგორც მიღწევა ასევე რეიტინგში წინსვლა და ჰონორარიც. ჩემტვის ამ ჰონორარის სიდიდე არ არის საინტერესო უბრალოდ ნიკას თავისი შრომის ფასად ალალად ბევრი ეკუთვნის. მით უმეტეს ხარჯები აქვს ბევრი მისის გუნდი , გადადგილება ცხოვრების ფასები ის გაუმაძღარი უსინდისო ყოფილი ცოლი ...
გამარჯვებები და თვითდაჯერება გიმრავლოს ჩვენო ნიკა.
პეტრე
16 ოქტომბერი 2021 19:55
0
,,, ძალიან მიხარია, რომ ნიკას გულმხურვალე გულშემატკვრების დიდი არმია უდგას მხარში!!! დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულს!!!
დათო
16 ოქტომბერი 2021 13:10
0
გილოცავ ნიკა!!!...წარმატებისთვის და ჩვენი გახარებისთვის მართლაც თავდაჯერებული და ძალიან მონდომებული იყავი!!!...კვლავ შენი იმედი გვაქვს და სულმოუთქმელად მოველით შენს დიდ გამარჯვებას!!!...
გაიხარე და ჩვენც გაგვახარე!!!...
გაიოზი
16 ოქტომბერი 2021 12:00
0
…აქ შეგიძლიათ უყუროთ: https://de.sportplus.live/
დათო
16 ოქტომბერი 2021 11:40
0
ამ თამაშში ნიკამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღისეული ქართველია !!! პირველ რიგში ადამიანია და შემდეგ სპორტსმენი!!! როდესაც ციციპასი ძალიან ცუდად დავარდა, თამაში შეაჩერა , ამ დროს შეეძლო ცარიელ კორტში ბურთის გადაგდება!!! მაგრამ ეს არ გააკეთა და ქულა წააგო!!! ეს ნიკას აღზრდიდან გამომდინარეა, კიდევ ერთი, მხარეების გაცვლის დროს ბადესთან ყველას უთმობს გასვლას!!!ციციპას შეეძლო გამიზნულად წააეგო შემდეგი გათამაშება , მაგრამ ეს არ გააკეთა!!! უფალი მაღალია , ყველაფერს ხედვს, და ნიკოლოზს , მართალ კაცს ყიველთვის შეეწევა!!!
დათო
16 ოქტომბერი 2021 11:14
0
მადლობა ნიკოლოზ❤️
EA7
16 ოქტომბერი 2021 10:34
0
მოხერხება უნდა იმას , რაც გუშინ ზვერევმა გააკეთა . რაც შეეხება ტეილორ ფრიცს , ზვერევამდე , შედარებით სუსტი ბადე ჰქონდა , თუმცა დამაჯერებლად იგებდა შეხვედრებს . ნუ , ამერიკული სკოლა , ყოველთვის ძლიერი იყო , შეიძლება ვარსკვლავი არ იყოს , თუმცა ყველა სწორ ჩოგბურთს თამაშობს , ეტყობა სისტემურობა . უთიერთ შეხვედრებს რაც შეეხება , თუ არ ვცდები , ჰამბურგის ტურნირზე შეხვდა ბასილა ტეილორს , მეორედ როცა მოიგო , თუ არ ვცდები . სერიოზული შეხვედრა გველის , სრული მობილიზება ჭირდება ბასილას და შეუძლია დამარცხება . წარმატებები ნიკა , ჩვენ მზად ვარ სანერვიულოდ , ოღონდ უნდა მოიგო :)
ATP 16
16 ოქტომბერი 2021 09:34
1
ეს რა იყო ! ბრავო ნიკა,. მემგონი ჩემი წინა მატჩის კომენტარი წაიკითხა ჩაწოდებები დაივიწყე და არ ინერვიულო თქო. მაგრამ უნებლიე შეცდომები ძალიან ბევრი იყო, ეგეც გამოასწორე ხანდახან უბრალოდ რბილად გაუშვი,ორი ძლიერი ერთი რბილი მერე ისევ ორი ძლიერი. ფრიცსაც გადაყლაპავ და ფინალიც ჩვენი ოქნება.
Semi
16 ოქტომბერი 2021 08:46
3
ეს ბიჭი სასწაულმოქმედია და ისეთ სასწაულებს აკეთებს რომ შეიძლება ამ მასტერსის ჩემპიონი ც გახდეს - მით უმეტეს ზვერევმა წაააგო!!!!!!!
ირაკლი
16 ოქტომბერი 2021 08:18
2
სეტანტაზე აჩვენებენ და ევროსპორტზე.თუმცა გეთანხმებით,ერთი ისეთი არხი უნდა აჩვენებდეს,თუნდაც 1 არხი,რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია
ალექსი
16 ოქტომბერი 2021 08:16
0
მე სილქსპორტზე ვუყურე.ქართველი კომეტატორებით.უბრალოდ სილქსპორტ გე აკრიფეთ.
სოსო
16 ოქტომბერი 2021 12:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული