"ბასილა" 3 დღის წინ მასთან ვარჯიშობდა - ახლა ფინალისთვის იბრძოლებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინდიან უელსის 1000 ქულიანი ტურნირის ნახევარფინალში ერთმანეთს ნიკოლოზ ბასილაშვილი (36) და ტეილორ ფრიცი (39) დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ 3 დღის წინ ეს ჩოგბურთელები ერთად ვარჯიშობდნენ, ხვალ კი ფინალური საგზურისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩის წინ ტეილორმა "ბასილაზე" ისაუბრა:

"ის ძალიან ძლიერია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავდაჯერებულად თამაშობს, ნიკა ორივე მხრიდან ბურთს ძლიერად ურტყამს. მე ჩემი თამაში უნდა ვითამაშო, არ ვინერვიულო და არ დავიძაბო. უნდა დავრჩე აგრესიული, რადგან მან ჩემი შემოტრიალება ვერ შეძლოს.

ლოგიკურია, თუ რატომაც თამაშობს ის საუკეთესოდ, რადგან აქ ნელი საფარია. ნიკას დრო
აქვს, რომ მოამზადოს დარტყმა და მოწინააღმდეგე გაანადგუროს. მე ჩემი თამაში უნდა ვითამაშო, კარგად ჩავაწოდო, ვიყო აგრესიული, მნიშვნელოვან მომენტებში კი ისე უნდა მოვიქცე, როგორც დღეს (ზვერევთან თამაშში იგულისხმება)" - განაცხადა ფრიცმა.

ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს 3-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 2 გამარჯვება ამერიკელმა სპორტსმენმა მოიპოვა...

2021 წელს დოჰას 250 ქულიან ტურნირის ნახევარფინალში ჩვენებურმა 7:6 6:1 იმარჯვა, ხოლო ტეილორმა მარცხიდან სულ რაღაც 4 დღეში დუბაის 500 ქულიანი ტურნირის 1/16 ფინალში "ბასილა" 4:6 6:3 7:6 დაამარცხა.

მატჩი 16 ოქტომბერს, თბილისის დროით 01:50 საათზეა ჩანიშნული.

მომზადებულია bnpparibasopen-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
ნიკამ ჯერ ავარჯიშა და მერე მოუგო. გაიხარე ნიკოლოზ
0
ბასიიიიილ !!! გილოცავ შენც და მთელ საქართველოს . საოცარი მებრძოლი ხარ , თუმცა მოეშვი გულშემატკივრების კარდიო დატვირთვებს , ხომ შეგიძლია უფრო მარტივად მოიგო ხოლმე ;);)
ATP 16
04:15 17-10-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული