არის - ბასილაშვილი ინდიან უელსის ფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინდიან უელსის მასტერსის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36) ამერიკელ ტეილორ ფრიცი (39) 7:6, 6:3 დაამარცხა, რომელმაც მეოთხედფინალში ალეკსანდერ ზვერევს (გერმანია, 4) მოუგო. მატჩი 1 საათი და 43 წუთი გაგრძელდა.

ბასილაშვილი ფრიცს მეოთხედ შეხვდა და მეორედ დაამარცხა.

ნიკოლოზმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შემდეგ კი ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს (194), ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48), კარენ ხაჩანოვს (რუსეთი, 29) და ბერძენ სტეფანოს ციციპასს (3) სძლია.

ამ გამარჯვების შედეგად ბასილაშვილი რეიტინგში 27-ე ნომერი გახდება.

ბასილაშვილი ფინალში ბრიტანელ კამერონ ნ
ორის (26) შეხვდება, რომელმაც ბულგარელი გრიგორი დიმიტროვი (28) ორ სეტში დაამარცხა. ფინალი 17 ოქტომბერს თბილისის დროით 02:30 საათზე დაიწყება.

ინდიან უელსის მასტერსი ისტორიაში ამ ტურნირის სერიაში ნახევარფინალში ტოპ 25-ეულის არც ერთი წამომადგენელი არ გავიდა, რაც პირველი შემთხვევაა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 8 359 455 დოლარია.
მკითხველის კომენტარები / 37 /
ბოოღმა დოროყვას ნერწყვი მოსდის, უკვე ითვლის ნიკას ჰონორარებს... დოროყვაანთ ქალო! შენ არა, მაგრამ ნიკას დამსახურებით, ეს ჰონორარი ნიკასი და ნაწილი მისი შვილისია, რომელზეც ნიკა გიჟდება, ისე უყვარს!
ასეა!!!!!!!!!!
13:00 17-10-2021
6
საღოლ ბასილ!!!!!!!
გილოცავ და ულოცავ მთრლს საქართველოს!!!
მეგრელი
12:10 17-10-2021
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული