არის - ბასილაშვილი ინდიან უელსის ფინალშია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ინდიან უელსის მასტერსის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა (36) ამერიკელ ტეილორ ფრიცი (39) 7:6, 6:3 დაამარცხა, რომელმაც მეოთხედფინალში ალეკსანდერ ზვერევს (გერმანია, 4) მოუგო. მატჩი 1 საათი და 43 წუთი გაგრძელდა.

ბასილაშვილი ფრიცს მეოთხედ შეხვდა და მეორედ დაამარცხა.

ნიკოლოზმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, შემდეგ კი ამერიკელ კრისტოფერ იუბენქსს (194), ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს (48), კარენ ხაჩანოვს (რუსეთი, 29) და ბერძენ სტეფანოს ციციპასს (3) სძლია.

ამ გამარჯვების შედეგად ბასილაშვილი რეიტინგში 27-ე ნომერი გახდება.

ბასილაშვილი ფინალში ბრიტანელ კამერონ ნ
ორის (26) შეხვდება, რომელმაც ბულგარელი გრიგორი დიმიტროვი (28) ორ სეტში დაამარცხა. ფინალი 17 ოქტომბერს თბილისის დროით 02:30 საათზე დაიწყება.

ინდიან უელსის მასტერსი ისტორიაში ამ ტურნირის სერიაში ნახევარფინალში ტოპ 25-ეულის არც ერთი წამომადგენელი არ გავიდა, რაც პირველი შემთხვევაა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 8 359 455 დოლარია.
მკითხველის კომენტარები / 37 /
ბოოღმა დოროყვას ნერწყვი მოსდის, უკვე ითვლის ნიკას ჰონორარებს... დოროყვაანთ ქალო! შენ არა, მაგრამ ნიკას დამსახურებით, ეს ჰონორარი ნიკასი და ნაწილი მისი შვილისია, რომელზეც ნიკა გიჟდება, ისე უყვარს!
ასეა!!!!!!!!!!
17 ოქტომბერი 2021 13:00
6
საღოლ ბასილ!!!!!!!
გილოცავ და ულოცავ მთრლს საქართველოს!!!
მეგრელი
17 ოქტომბერი 2021 12:10
4
ბიჭო ბასილ ფუნჯი ჩაწოდება არ დაგავიწყდეს ფინალში, ფუნჯი ჩაწოდება!
გიო გიო
17 ოქტომბერი 2021 11:52
1
ალბათ იმიტომაც დაარქვეს ჩოგბურთს არისტოკრატების სპორტი, რომ მას ნიკასნაირი ტიპაჟები თამაშობენ. ბრავისიმო ნიკა.
რაინდია
17 ოქტომბერი 2021 11:01
1
…ყოჩაღ!!! ძალიან კარგი კომენტარია!!!
დათო
17 ოქტომბერი 2021 11:51
2
ბრავო ნიკა !!! გამოძინებულზე უფრო კარგად გავიაზრებთ , თუ რამხელა შედეგს მიაღწიე , თუმცა ბოლომდე უნდა მიიყვანო დაწყებული საქმე და ქართული ჩოგბურთისა და შენთვის , სამუდამოდ ჩაწერო ისტორიაში 18 ოქტომბერი . მჯეროდა ტეილორთან შენი წარმატების , რადგან მხოლოდ მოწოდების იმედად , ძნელია შედეგზე გასვლა . მიუხედავად იმისა , რომ ნორიმ სასწაულები აკეთა , ეჭვიც არ მეპარება , რომ მოიგებ . აი ფინალის მერე კიდევ უფრო მაგრა მოგილოცავ საამაყო ადამიანო და ქართველო .
ATP 16
17 ოქტომბერი 2021 10:28
0
ვაშააა! ამ ბიჭს ენაცვალონ ამისი მტრები!
გია
17 ოქტომბერი 2021 10:10
0
გია,ლაიკი კი დაგისვი,მაგრამ მერე გავიაზრე,რომ შეცდომა დავუშვი.ესე იგი ფინალში ბაიამ უნდა ითამაშოს და თან საპრიზო თანხაც მან მიიღოს?არა ძმაო,ჯერ მტერმა და დუშმანმა უყუროს მაგას,მერე კი იმ ფულით რამდენ ბოროტებას გააკეთებს,ღმერთმა იცის(უფრო ეშმაკმა).მოდი ისევ ისე იყოს,როგორც არის.ნიკას თავის ადგილზე გაუმარჯოს და გამარჯვებები უმრავლოს ღმერთმა,მისი მტრები კი,ეშმაკსაც წაუღია,მაინც მისი მსახურნი არიან.წუხანდელი თამაში,მართლაც შესანიშნავი საყურებელი იყო და თან კიდევ აქვს,მომატების რეზერვი.იმედი მაქვს რომ ფინალშიც გაიმარჯვებს.მის შესაძლებლობაში ეჭვიც არ მეპარება,მეტოქეც არ არის გადაულახავი და მთავარია,ისევ ასე დაწყნარებულმა ითამაშოს.როცა მარცხდება,თითქმის ყოველთვის თვითონ მარცხდება ხოლმე.მგონი უკვე დაიჯერა,რომ შეუძლია გაიმარჯვოს და ეს თუ მართლაც ასეა,მაშინ აუცილებლად გაიმარჯვებს.მეც რა თქმა უნდა გამარჯვებას ვუსურვებ,თქვენთან,მის გულშემატკივრებთან ერთად.ამაღამ, ქართული ჩოგბურთის ისტორიის, დაწერის დროა.
სოსო
17 ოქტომბერი 2021 10:57
1
ნიკა არის გმირი !!! საქართველოს საამაყო შვილი!!! ნიკამ გააცნო საქართველო საჩოგბურთის სამყაროს!!! სასწაული მოხდა, მოუგო ამერიკაში, ამერიკელ ფრიტზს, რომელსაც მთელი კორტი გულშემატკივრობდა!!! ფრიტცს, რომელმაც ამ ტურნირზე დაამარცხა: შაპოვალოვი, ბერეტინი, სინერი, ზცერევი!!! ორი ამათგანი ტოპ10-შია!!! ნიკა დღეს თამაშობს ტოპ5-ის დონის ჩოგბურთს!!! ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას!!!უფალი, დედა ღვთისა და მისი მფარველი ანგელოზი , წმ.ნიკოლოზი შეეწიოს მას ფინალურ შეხვედრაში!!!
დათო
17 ოქტომბერი 2021 10:05
1
… ასეთი თავის თავში დარწმუნებული ნიკა, მე მახსენებს ჯოკოვიჩს და ფედერერს!!! ბიომექანიკის მწვრთნელს, რომელიც ნიკასთან ერთად იმყოფება, დიდი მადლობა უმოკლეს დროში პირველი ჩაწოდების დაყენებისთვის!!! კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას!!!
დათო
17 ოქტომბერი 2021 11:10
1
ნიკას ვულოცავ და წარმატებები ფინალში. აი თქვენი საიტის არაპროფესიონალიზმს კიდევ ერთხელ ვუსვავ ხაზს და მოგიწოდებთ, რომ მკითხველს ეცით პატივი!!! ინფორმაციას რომ წერთ მინიმუმ გადახედოს ვინმემ!!! ფინალი 17ში თბილისის დროით 02:30 როგორ იქნება? ანუ იყო უკვე?!!! ძალიან დაბალი დონე ხართ!!!
კორონა
17 ოქტომბერი 2021 09:48
3
გაუნათლებლები, ელემენტარულად დროში ვერ ერკვევიან.
გიორგი.
17 ოქტომბერი 2021 20:43
0
ძაან მაგარი ხარ ნიკოლოზ ! წარმატებები. ფინალის მოგება გვინდა ნიკა. შენით ვამაყობ!!!
ბრისედინი
17 ოქტომბერი 2021 09:45
1
ბრავოოო
დჭ
17 ოქტომბერი 2021 09:40
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული