უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ნიკოლოზ ბასილაშვილის ინდიან უელსის ტურნირის ფინალში გასლის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც ის წერს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბასილაშვილის წარმატების შემდეგ მასზე შეტევას ახორციელებენ.
"არსებობს მამრების ქვე-კატეგორია, რომელიც ისტერიულად მთაგავს ნიკოლოზ ბასილაშვილის სპორტულ წარმატებაზე, (მარცხის დროს არ მაწუხებენ).
ამ მამრების აზრით:
1. ბასილაშვილმა თამაში/ტურნირი პირადად მე მომიგო;
2. ამით მიმტკიცებენ, რომ ბასილაშვილი კარგი სპორტსმენია, (ოღონდ მე არასდროს შემიფასებია მისი სპორტსმენობა);
3. მიმანიშნებენ, რომ ჩემპიონებს ცოლის ცემა ეპატიებათ, რადგან გამარჯვებული ყოველთვის მართალია.
პ.ს. თქვენ მოგიყევით, თორემ
იმათი კოგნიტური უნარების პირობებში, არა მგონია, ოდესმე რამეს მიხვდნენ.", - წერს პატარაია.
აქვე გეტყვით, რომ ბასილაშვილი ფინალურ შეხვედრაში 18 ოქტომბერს შუა ღამით, 03:00 საათზე, ბრიტანელ ქამერონ ნორის დაუპირისპირდება.
ზოგადად სამყაროში ხდება , მგონია ადამიანური ფასეულობებისა და მორალური წეს-ჩვეულებების მიმართ ყველაზე დიდი ძალადობაა , ვითომ ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით . კომპლექსურია ეს პრობლემები და ცალმხრივად მისი განხილვა არ შეიძლება . თუ ავიღებთ , ოჯახს , სადაც ქმარი შედარებით სუსტია და ქალი ძლიერი , იქაც იქნება ძალადობის ფაქტები . ძალადობის მცნებით , მამრობით სქესზე თავდასხმა , ჩვეულებრივი დისკიმინაციაა , რადგან ქალს შეუძლია ფსიქოლოგიური ძალაფობით , ფიზიკური ძალადობის მახვერპლად გამოაჩინოს თავი . ხო და ამას მე ვიცი რაც მოყვება , იცხოვრებთ კაცთან 30 წელი და გერქმევათ მეგობარი გოგონა და იოცნებებთ ქორწილოს კაბაზე . მერე გასწორდება ბევრი რამე ორივე მხარისათვის .