სხვა

ჩოგბურთი

ბასილაშვილმა შანსი არ მომცა - ფრიტცი, რომელმაც ამ კვირაში ტოპ 10-ის 3 ჩოგბურთელი დაამარცხა

AutoSharing Option
ინდიან უელსის 1/2-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ის წარმომადგენელი ტელორ ფრიცი ორ სეტში, 7:6, 6:3 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ ფრიცმა ქართველის შესახებ შემდეგი თქვა:

"მთელი თამაშის განმავლობაში ვცილობდი დაცვისთვის თავი დამეღწია და აგრესიულად მეთამაშა, მაგრამ ამის ძალიან ცოტა შანსი მქონდა.

შეტევის შანსები მხოლოდ მაშინ მქონდა, თუ კარგად მოვაწვდიდი და ის ძლიერად ვერ დამიბრუნებდა. დაუჯერებლად რთული იყო ჩემთვის შეტევითი შესაძლებლობების შექმნა. ბრრიკ პოინტები რაც მქონდა, მათზე აქიურობაც ვერ შევძელი, შანსი არ მომცა, რომ ერთერთზე მაინც გასროლა მომეხერხებინა და ძლიერი დარტყმით გათამაშება მომეგო.

მისი
ბექჰენდი... ტურში ყველაზე ძლიერი ბეჰქენდი აქვს, მისი დარტმული ისე სწაფად, მძიმედ და საფართან ახლოს მოდის, რომ არაფრის გაკეთება შეგიძლია.

როგორც წესი, ბექჰენდზე ბრძოლაში სუსტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ დღეს სასწაულად გამიჭირდა. ზოგჯერ მეგონა, რომ ძლიერად გადავუგდე, მაგრამ ისეთი ძალით მიპასუხებდა რომ... მისი მსგავსი ძლიერი ბექჰენდი არავის აქვს...

ვხვდებოდი, რომ ასეთი რთულ ბურთებზე აგრესია რომ მომემატებინა, შეცდომებით იმატებდა. მის მოწოდებაზე შანსები საერთოდ არ მქონია და რაც მომეცა, ყველა მეტოქის შეცდომის შედეგად და არა ჩემი კარგი თამაშის დამსახურებით. მომცემდა ამ შესაძლებლობებს და თვითნვე გამოასწორებდა ხოლმე საკუთარ შეცდომას. 7 ბრეიკ პოინტიდან ვერცერთზე ვიტყვი, რომ კარში შესატევი პოზიცია მქონდა," - თქვა ფრიცმა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელმა "ინდიან უელსის" ნახევარფინალისკენ მიმავალ გზაზე ტოპ-10-ის სამ ჩოგბურთელს მოუგო - იანიკ სინერს, მატეო ბერეტინისა და ალექსანდრ ზვერევს.

ასევე დაგაინტერესებთ