"პრობლემები ვერ დავძლიე" - ბასილაშვილმა წაგება ახსნა

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა "ინდიან უელსის" ტურნირის ფინალში ქემერონ ნორისთან წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"მესამე სეტში თამაში ჩემთვის ძალიან რთული გახდა. ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. ვეცადე, კორტიდან გავსულიყავი, ცოტა ამომესუნთქა, თუმცა ეს ფიზიკური დისკომფორტი ვერ დავძლიე. წინა მატჩებშიც მაწუხებდა, მაგრამ მესამე სეტში უკვე გაუსაძლისი იყო. არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ თავს მართლა ცუდად ვგრძნობდი.

ქემერონზე მინდა ვთქვა, მენტალურად ძალიან ძლიერი იყო და დაიმსახურა მოგება. განსაკუთრებით, მეორე სეტში, როცა უკუბრეიკი შეასრულა. მეორე სეტში ვერ ვიპოვე გზა, როგორ მომეგო მისთვის. ბექჰენდზე კარგად თამაშობ
და და მის დასაჩაგრად დარტყმებში ძალიან დიდი ენერგიის ჩადება მჭირდებოდა, რაც არ შემეძლო. მაგრამ რაღას ვიზამ, არა უშავს...

ამ კვირის შემდეგ შინ გამოცდილება მიმაქვს. კარგი ჩოგბურთის თამაში შემიძლია, სეტითა და ბრეიკით წინ ვიყავი, ვუგებდი და შემდეგ... არ ვიცი...

გავაგრძელებ შრომას, გავაგრძელებ, რასაც აქამდე ვაკეთებდი. ვეცდები, კარგად ვითამაშო და აქ მიღებული გამოცდილება მომავალ ტურნირებში აუცილებლად გამომადგება", - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.



მკითხველის კომენტარები / 22 /
… ნიკა ამბობს, რომ ჰქონდა ჯანმთელობის პრობლემა, კერძოდ სუნთქვის!!! ეს პრობლემა დაეწყო მეორე სეტში!!! იგივე პრობლემა ჰქოდა ატპ 250 სან დიეგოში, სადაც სამედიცინო ტაიმ- აუტი მოითხოვა!!! ასეთ დროს, როდესაც ე.წ. “ დიხანია” არ მოგყვება, ძნელია შენი მაქსიმუმი აჩვენო!!!
დათო
19 ოქტომბერი 2021 15:48
2
ნიკა თამაშით,ძალიან კარგად თამაშობს.მისი პრობლემა სტაბილურობაშია და თუ მთელი შეხვედრა სტაბილურად მობილიზებულმა ჩაატარა,მას პრაქტიკულად მსოფლიოს თითქმის ყველა ჩოგბურთელის დამარცხება შეუძლია.ეს ჩვენც ვნახეთ,თვითონაც იცის და მომავალში მეტი წარმატებების იმედიც მაქვს.
სოსო
19 ოქტომბერი 2021 14:43
2
ასე მგონია უბრალოდ ფსიქოლოგიური პრობლემა დაემართა მეორე სეტის ბრეიკის მოგების შემდეგ.რომ წარმოიდგინა 1,2 მილიონი მოგება ნერვებმა უმტყუნეს.ფაქტურად ეს თამაში ნიკამ ძალიან ელემენტური შეცდომების გამო წააგო.
ჩემი აზრით
19 ოქტომბერი 2021 14:29
1
ჩემი ცოდნა ჩოგბურთში მოყვარულის დონეზე ვერ ცდება, მხოლოდ ჩოგნის, ბურთის და კორტის იქით არ მიდის, მაგრამ რაც დავუკვირდი, როცა ნიკა ფსიქოლოგიურად მტკიცედ არის და ბურთის ხანგძლივ გათამაშებაში ერთვება, თითქმის ყოველთვის მოგებულია. ამ გათამაშებაში ყოველთვის ჩნდება მომენტი, როცა შეტევა მოსახერხებელია და წარმატებას აღწევ, ან მეტოქე უშვებს შეცდომებს. პირიქითაა, როცა ნიკოლოზი ჩქარობს, მოუმზადებლად უტევს და ბევრ შეცდომებს უშვებს. ერთი სიტყვით პრობლემა ბრძოლის წარმართვის ტაქტიკაშია. სასურველია ფიზიკური მომზადების გაზრდა. ტექნიკა ისედაც აქვს და წარმატებული თამაში ფსიქოლოგიური სიმყარის გარანტიაცაა
თენგაბი
19 ოქტომბერი 2021 13:25
1
რა თქმა უნდა შეეძლო მეორე სეტის მოგება, უკუბრეიკი რომ არ დაეშვა ნიკას, მაგრამ სამართლიანობისათვის უნდა ითქვას რომ მორიმ შეწყვიტა შეცდომების დაშვება გრძელი გათამაშებების დროს და საერთოდ თამაშობ ისე როგორც მოწინააღმდეგე გათამაშებს. ნორიმ მოუმატა, ნიკა დაიღალა და საკუთარი ძალაც ვეღარ ირწმუნა.
ჯუჯი
19 ოქტომბერი 2021 13:17
0
გინდ მოიგე გინდ წააგე ნიკ ოღონდ ფორმა არ დააგდო, ფინალში იყავი სულ
Alabama
18 ოქტომბერი 2021 23:37
1
ევრონიუსზე იყო ასეთი კომენტარი: "მოულოდნელი გამარჯვება", სადაც ითქვა, რომ ნიკამ 44 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ანუ ნიკამ 44 : 4 = 11 ქულა და თითქმის 2 პარტია აჩუქა ინგლისელს - რომელიც ვერ მიხვდა რა ხდებოდა ისე მოიგო თამაში.
ვაჟა მასწავლებელი
18 ოქტომბერი 2021 22:16
3
ფინალის წაგება საშინელებაა. ნიკა ძლიერი ჩოგბურთელია, მაგრამ მერწმუნეთ დიდი სლემის ტურნირებზე წარმატებას ვერ მიაღწევს.4-5 სეტიან თამაშებს ვერ უძლებს. ღმერთმა ქნას ვცდებოდე.500 და 1000 ქულიან ტურნირებს უნდა მიაწვეს მხოლოდ
ALONZO
18 ოქტომბერი 2021 22:07
12
ნიკა გამაგრდი, რაც გააკეთე კარგი იყო!
მოწინააღმდეგემ რაც ქულები მოიპოვა იმის ნახევარი ნაჩუქარია 0,5 - 3 სმ სიშორის აუტებით - მხოლოდ იგერიებდა შეტევებს. ვისაც არ ჯერავს კიდევ ერთხელ უყუროს თამაშის ჩანაწერს. ასე სხვა დროს აღამ მოხდება - ნიკამ ჩვენზე კარგად იცის ეს!
ვაჟა მასწავლებელი
18 ოქტომბერი 2021 19:18
2
ვისაც ჩოგბურთი გითამაშიათ ალბათ დამეთანხმებით რომ ასეთი თამაშები არ უნდა წააგო, თან ასეთ მოწინააღმდეგესთან, ერთი თავით მაღლა იდგა ნიკა, ბრიტანელი მთლიანად მოშლილი იყო, რუსული გამოთქმაა «надо было его добыть», ტრიბუნაზე მსხდომი ქართველებიდან ეტყობა ვერავინ ვერ ერკვეოდა ჩოგბურთში, მაგ დროს "დავაი ნიკას" ძახილი კი არ უნდოდა ვიღაცას უნდა ეკარნახა რომ რაც შეიძლება დიდხანს დაიჭიროს ბურთი გათამაშებაში და ბრიტანელი თვითონ დაუშვებდა შეცდომას, ნიკა კიდე პირიქით ცდილობდა რომ რაც შეიძლებოდა მალე აეღო ქულა და უამრავ შეცდომს უშვებდა, ფაქტიურად ხუთიდან ოთხი ბურთი იყო აუტში, არა და სანერვიულო და საჩქარო არაფერი არ იყო, ბრიტანელი აგებდა და მას ჰქონდა გასარისკი, ნიკას უბრალოდ მართებდა ბურთის დაჭერა და კიდევ როგორ ვერავინ ვერ დაუძახა რომ მარჯვენა ხელზე ეთამაშა, ხო აშკარად ჩანდა რომ უჭირდა ბრიტანელს მარჯვნიდან თამაში.ჩოგბურთელისთვის ძნელია ამ ყველაფრის დანახვა, მაგრამ გარედან ყველაფერი კარგად ჩანს, საინტერესოა რას აკეთებდნენ ამ დროს მწვრთნელები
მამუკა
18 ოქტომბერი 2021 19:08
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული