"განსაკუთრებული და სამაგალითო ხარ, საკუთარ თავს ბოლო ადგილზე აყენებ, მიყვარხარ" - შარლოტა ელენა ბასილაშვილს მიმართავს

AutoSharing Option
"ინდიან უელსის" მასტერსის ფინალში მარცხის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანელმა საცოლე შარლოტა ელენამ სოციალური ქსელის მეშვეობით გაამხნევა.

მან ქართველი ჩოგბურთელის შესახებ შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:

"არ შემიძლია ამაზე უფრო მეტად ამაყი ვიყო შენით... მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი საღამო ისე არ დასრულდა, როგორც გვინდოდა, შენ უნდა იამაყო შენი თავით! ძალიან მაგარი ხარ!

ვაღმერთებ იმას, რომ შენ ყოველთვის გჯერა, არასოდეს ნებდები და ყოველთვის პოზიტიურად ხარ განწყობილი და არასოდეს წყვეტ ბრძოლას.

შენ არ აძლევ უფლებას, რომ სხვების შეფასებებმა და კრიტიკამ შენზე გავლენა მოახდინოს. ვინც კი
მინახავს, ყოველდღე ყველაზე მეტს მუშაობ და შრომობ. ამას იმის გათვალისწინებით ვამბობ, რომ შენი ყველაზე კრიტიკული შემფასებელი და უმკაცრესი მწვრთნელი ვარ.

შენ შენი გარშემომყოფების ყოველთვის გაღიმებას ცდილობ და სულ ზრუნავ, რომ ვინც გიყვარს, კარგად იყვნენ და საკუთარ თავს ბოლო ადგილზე აყენებ.

შენ ხარ იმის ნათელი მაგალითი, რომ თავდადებული შრომა და თავმდაბლობა ყოველთვის ფასდება.

შენ სამაგალითო ხარ და მხოლოდ შენმა ახლობლებმა ვიცით, რამდენად განსაკუთრებული ხარ და რა დიდებული სული გაქვს და ამიტომაც მიყვარხარ", - წერს შარლოტა ელენა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
მიხარია, რომ ასეთი კარგი გოგონა შეხვდა ნიკას! წარმატებები თქვენ ცხოვრების გზაზე. ერთად და ერთმანეთის ნდობით ცხოვრება ადვილი ხდება! მთავარია, ყოველთვის ერთმანეთს უსმინოთ და პატივი სცეთ. Vელოდებით ბევრ გამარჯვებებს, Nიკოლოზ! ემიგრანტებს გულს გვითბობს თიტოეული შენი წარმატება. მხოლოდ შენთვის არ თამაშობ, გახსოვდეს!
nugo
23:26 30-10-2021
0
აი, შეხვდა ნიკოს ნორმალური, მოსიყვარულე და კეთილშობილი გოგონა და წარმატებებზეც დაეტყო. ასეა, ქალი წაგაქცევს და ფეხზეც ის წამოგაყენებს. ბედნიერი კაცი ხარ ნიკუშ და წარმატებებს გისურვებ. შენი ქალბატონი კი ბარეორ ქართველსა სჯობს.
ლევან მაღლაკელიძე
18:42 20-10-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული