სხვა

ჩოგბურთი

ნორის მშობლებმა "ბასილასთან" ფინალურ მატჩს არ უყურეს

AutoSharing Option
ინდიან უელსის გამარჯვებულმა, კამერონ ნორიმ Sky Sports-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მის მშობლებს პირველი სეტის შემდეგ თამაშისთვის აღარ უყურებიათ.

"მათ რეალურად თამაშს არ უყურეს. ძალიან ნერვიულობდნენ, როდესაც გამარჯვების შემდეგ დაველაპარაკე ტირილი დაიწყეს. როცა მითხრეს, რომ ჩემი ფინალური შეხვედრისთვის თვალი არ მიუდევნებიათ ვკითხე, თუ რას აკეთებდნენ, რაზედაც გამომიტყდნენ, რომ როდესაც პირველი სეტი წავაგე იმდენად ნერვიულობდნენ, ძაღლის გასეირნება გადაწყვიტეს, ამიტომ მატჩის დასრულების შემდეგ თავიდან უყურეს, უბრალოდ ერთი განსხვავება იყო, მათ წინასწარვე იცოდნენ თუ როგორ დასრულდებოდა შეხვედრა.

მათთან საუბარი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო... განსაკუთრებით დედასთან,
რომელსაც სიამაყის ცრემლები სდიოდა" - განაცხადა ნორიმ.

შეგახსენებთ, ბრიტანელმა სპორტსმენმა ინდიან უელსის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი 3:6 6:4 6:1 დაამარცხა.

მომზადებულია tennis365-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ