მსოფლიო რეიტინგში მე-15 პოზიცია და ბასილაშვილის ურთულესი ბადე ვენის ტურნირზე

AutoSharing Option
მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს, 25 ოქტომბერს, ვენის Erste Bank Open-ის პირველ ტურში ითამაშებს.

ნიკოლოზს ავსტრიის დედაქალაქში მიმდინარე შეჯიბრებაზე საკმაოდ რთული ბადე შეხვდა - პირველ წრეში მსოფლიოს მე-18 ჩოგანს, ესპანელ პაბლო კარენო ბუსტას, მისი დამარცხების შემთხვევაში კი მსოფლიოს მე-7 ჩოგანს, მატეო ბერეტინის დაუპირისპირდება. აი შემდეგ... შემდეგზე შემდეგ ვწეროთ...

ნიკა კარენო ბუსტას კარიერაში მხოლოდ ერთხელ შეხვდა - 2018 წლის ჰამბურგის ქართველისთვის ტრიუმფალურ ტურნირზე ესპანელს 1/4-ფინალში სძლია - 7:6, 6:4.

შარშან ბასილაშვილი ვენის ტურნირს საშინელ ფორმაში შეხვდა და შედეგიც შესაბამისი დადგა
- ნიკოლოზი პირველივე წრეში მსოფლიოს 104-ე ჩოგან ნორბერტ გომბოშთან 2 სეტში დამარცხდა. შესაბამისად, წელს დასაცავი ქულები უკვე დაიცვა.

რაც შეეხება ვენის ტურნირს, ის 500-იანთა კატეგორიისა. შეჯიბრების სრულის საპრიზო თანხა 1,837,190 ევროს შეადგენს, ხოლო გამარჯვებული 500 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

მოგეხსენებათ, 2021 წლის ტურინში გასამართი შემაჯამებელი ტურნირისათვის ATP-მ რეიტინგის დათვლის სპეციალური წესი შექმნა და მის მიხედვით ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-15 ჩოგანია. საუკეთესო 8-ში მოხვედრა ძალიან რთული ამოცანაა, თუმცა ნიკამ "ინდიან უელსის" მასტერსზე გვაჩვენა, რომ მცირე სასწაულების მოხდენა შეუძლია და თუ ვენასა და პარიზში იმავე რიტმში განაგრძობს, არაა გამორიცხული, ბასილაშვილი ყველაზე პრესტიჟულ "კოლექტივში" ვიხილოთ...
მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები. გგულშემატკივრობთ NY-დან.
nugo
30 ოქტომბერი 2021 23:22
0
არა ფორმაში იყო და თუ ვარჯიში გააგრძელა, ან უბრალოდ თუ აქვს სურვილი, რომ მოუმატოს, მაშინ გამოუვა. ისე ძლიერი განრიგი აქ, მარა თუ წინსვლა უნდა, უნდა მოიგოს.
ლევან მაღლაკელიძე
24 ოქტომბერი 2021 20:18
0
… ეს არის ატპ საჩემპიონო რბოლა, სადაც ნიკა მე-15 -ე პოზიციაზეა!!! პირველი რვა ითამაშებს შემაჯამებელ ტურნირზე, ტურინში!!!
რაც შეეხება ვენის ტურნირს, უძლიერესმა შემადგენლობამ მოიყარა თავი!!! წარმატება ნიკოლოზს!!!
დათო
23 ოქტომბერი 2021 17:59
1
… ნიკას შეხვედრა კარენო ბუსტასთან ატპ ჰამბურგი 2018 წ, არის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ნიკას კარიერაში!!!
დათო
23 ოქტომბერი 2021 18:22
0
რატომაც არა? ხომ გაგიგონიათ მადა ჭამაში მოდისო.
ჟორა გაბრიჭიძე
23 ოქტომბერი 2021 17:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული