სხვა

ჩოგბურთი

ცნობილი ჩოგბურთელი, რომელმაც პოლიტიკოსი ძალადობაში დაადანაშაულა, გაუჩინარდა

AutoSharing Option
ჩინელი ფემინისტების გაერთიანებები და მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენები შეშფოთებულები არიან, რადგან აღიარებული ჩოგბურთელის, პენ შუაის ადგილსამყოფელი არავინ იცის, რაც ჩინეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი სექსუალურ ძალადობაში საჯაროდ დაადანაშაულა.

პენ შუაი, რომელიც ერთ დროს მსოფლიოს 1-ლი ჩოგანი იყო, ჩინურ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ამტკიცებდა, რომ ყოფილი ვიცე-პრემიერი მასზე წლების განმავლობაში ძალადობდა. ცნობილია, რომ ჩინეთში ინტერნეტზე დიდი ცენზურაა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ჩოგბურთელის პოსტი მალევე წაიშალა და მის პირად გვერდზე კომენტარების ფუნქცია დღემდე გათიშულია.

მიუხედავად ამისა, სოციალურ მედიაში ე.წ. სქრინები მაინც ვრცელდებოდა, რის გამოც
ნებისმიერი სიახლე, რომელშიც სიტყვა ჩოგბურთი ვრცელდებოდა, დაბლოკეს. უკვე 2 კვირაა, რაც პენ შუაის აქტივობა ინტერნეტში არავის შეუნიშნავს, არც ფიზიკურად გამოჩენილა. ეს გარემოება ბევრს აღელვებს., ადგილობრივმა აქტივისტებმა კითხვის დასასმელად, თუ სად და როგორ არის ცნობილი ჩინელი სპორტსმენი, სხვადასხვა პლატფორმა გამოიყენეს.

მსოფლიო ჩოგბურთის ასოციაციამ ჩინეთის მთავრობას გამოძიების დაწყება მოსთხოვა. დეტალებზე ახლაც უამრავი ადამიანი მუშაობს.