სხვა

ჩოგბურთი

"არ მაინტერესებს, რამდენად კარგი ჩოგბურთელია...“ - ჯოკოვიჩი, რომელმაც ვაქცინაციის წესები დაარღვია, მწვავე კრიტიკის ობიექტია

AutoSharing Option
სერ­ბი ჩოგ­ბურ­თე­ლი ნო­ვაკ ჯო­კო­ვი­ჩი ავ­სტრა­ლი­ის ღია პირ­ვე­ლო­ბა­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს, მი­უ­ხე­და­ვად ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვი­სა. ავ­სტრა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო მკაც­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მოქ­მე­დებს, ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლა არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის აკ­რძა­ლუ­ლია, ჩოგ­ბურ­თელ­ზე კი გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვეს.

აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ავ­სტრა­ლი­ელ­თა მხრი­დან მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.


ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მოქ­მედ ჩემ­პი­ონს "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ ეპყრო­ბი­ან", თუმ­ცა ავ­სტრა­ლი­ე­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმის ფონ­ზე, რომ ისი­ნი უამ­რა­ვი რე­გუ­ლა­ცი­ის დაც­ვით ცხოვ­რო­ბენ. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აკ­რი­ტი­კე­ბენ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს, პო­ლი­ტი­კო­სებს და თა­ვად ნო­ვაკ ჯო­კო­ვიჩს.

ავ­სტრა­ლი­ის ღია პირ­ვე­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლ, ქრე­იგ თე­ი­ლი ამ­ბობს, რომ 26-მა სპორ­ტსმენ­მა
მი­მარ­თა მათ, რომ და­ეშ­ვათ ჯო­კო­ვი­ჩის­თვის "პა­ტა­რა გა­მო­ნაკ­ლი­სი", რაც ფე­დე­რა­ლურ­მა მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა.

"შე­სა­ნიშ­ნა­ვი დრო გა­ვა­ტა­რე ჩემს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად და დღეს მივ­დი­ვარ ავ­სტრა­ლი­ა­ში გა­მო­ნაკ­ლი­სის ნე­ბარ­თვით. მზად ვარ ვი­ცხოვ­რო და ვი­სუნ­თქო ჩოგ­ბურ­თით მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში", - წერს ჯო­კო­ვი­ჩი "ინ­სტაგ­რამ­ზე".

ამას­თა­ნა­ვე, მას სა­ჯა­როდ არ უთ­ქვამს, გა­ი­კე­თა თუ არა აცრა, თუმ­ცა გა­სულ წელს გა­ნა­ცხა­და, რომ წი­ნა­აღ­მდე­გი იყო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის.

"პი­რა­დად მე წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და არ ვი­სურ­ვებ­დი, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის გა­კე­თე­ბას გვა­ი­ძუ­ლებ­დნენ მოგ­ზა­უ­რო­ბის უფ­ლე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით“, - ამ­ბობ­და ჩოგ­ბურ­თე­ლი.

ავ­სტრა­ლი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აქამ­დეც ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ მთავ­რო­ბას და ამ­ბობ­დნენ, რომ კო­ვიდრე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მდი­დარ და ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს ყვე­ლაფ­რის ნე­ბას რთავ­დნენ, მა­შინ, როცა უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თა­ვი­ან­თი ახ­ლობ­ლე­ბის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბულ­ნი იყ­ვნენ და მო­მაკ­ვდავ ადა­მი­ა­ნებ­საც კი ვერ ნა­ხუ­ლობ­დნენ.

"არ მა­ინ­ტე­რე­სებს, რამ­დე­ნად კარ­გი ჩოგ­ბურ­თე­ლია. თუ უარს ამ­ბობს ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე, არ უნდა შე­უშ­ვან“, - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მი სტე­ფან პარ­ნი­სი.

"თუ ეს გა­მო­ნაკ­ლი­სი მარ­თლაც და­უშ­ვეს, მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის მი­მართ უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა­ზე მი­უ­თი­თებს. ვაქ­ცი­ნა­ცია სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მაა, ნო­ვაკ“, - წე­რენ "ტვი­ტერ­ში".

ავ­სტრა­ლი­ის ღია პირ­ვე­ლო­ბა მელ­ბურნ­ში სტარტს 17 იან­ვარს აი­ღებს.