ბასილაშვილს ავსტრალიის ღია პირველობაზე ურთულესი მეტოქე ერგო

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს ყოფილ პირველ ნომერ ენდი მარის დაუპირისპირდება.

მოგეხსენებათ, ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს გუშინ სიდნეიშიც შეხვდნენ და იქ ბრიტანელმა 3 სეტში იმარჯვა.

გასულ წელს ნიკა ენდის უიმბლდონზეც ეთამაშა და იქ 4 სეტში დამარცხდა.

იმ შემთხვევაში, თუ ბასილაშვილი კარიერაში პირველად ენდი მარის სძლევს, მომდევნო ეტაპზე ურუგვაელ პაბლო კუევასსა და კვალიფიკანტს შორის უკეთესს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ამ მარის ბოლობოლო ხომ უნდა მოუგოს. არადა მერე მაგარი ბადე აქვს ძაან, მეოთხედფინალამდე კონკურენტი არ ყავს სერიოზული, ისნერს თუ არ ჩავთვლით. ასე რომ, მიდი ნიკუშ, გატეხე ეგ თარსი. თან რო გებლატავებოდა შარშან, ნიკო რა ცოგბურთელიაო. ხოდა აჩვენე მაგ ინგლისელს კავკასიური დიშლა. წარმატებები
ლევან მაღლაკელიძე
17 იანვარი 2022 15:11
0
უნდა მოუგოს. საკუთარი შეცდომების სიმრავლის მიზეზით წააგო. მეტოქემ აღიარა ეს ფაქტიურად თამაშის შემდეგ. (თუ თარგმანი სწორი იყო). ასე რომ საკუთარ თავს უნდა აჯობოს ნიკოლოზმა და მარის მოუგებს. წარმატებას ვუსურვებ!
გიორგი
14 იანვარი 2022 12:14
1
დღეს ენდი მარე რეიტინგში 135 ადგილზეა, ხოლო ბასილაშვილი 23 ადგილზე. ისაც უნდა გავითვალისწინიოთ, რომ ენდი მარემ 2019 წელს მთლიანად შეიცვალა მენჯ-ბარძაყის სახსარი და თანდათან იბრუნებს ფორმას! ფაქტიურად მთელი ძალით არ თამაშობს და მაინც უგებს ბასილაშვილს!!!
!!!
14 იანვარი 2022 10:50
3
…მთლიანად ატპ ტურს ადევნებთ თვალს???!!! მარი ზუსტად ოპერეციის შემდეგ ჩამოქვეითდა რეიტინგში!!! ნიკას გარდა ბევრ ძლიერ ჩოგბურთელს მოუგო აღდგენის შენდეგ!!! დღეს ტურნირის ფინალში გავიდა, ოპელკას მოუგო!!!
დათი
14 იანვარი 2022 14:14
0
ნეტავ ისეთ დროს არ დანიშნონ,რომ 4-5 სეტის შემთხვევაში მეორე დღისთვის გადაიდოს. 5 სეტიან მატჩში (ოღონდ მიყოლებით) ნიკას შანსი გაიზრდება, ჩემი მოკრძალებული აზრით.
ALONZO
14 იანვარი 2022 03:15
0
წარმატებები ნიკუშ!!! ყველაზე სიმპატიური და პოზიტიური ჩოგბურთელია..აუგს არავიზე იტყვის, ბოღმა ენდი მარესგან განსხვავებით..წარმატებები, წარმატებები ნიკას.
ნიკაა
13 იანვარი 2022 21:23
0
…გადახედეთ ბადეს და მიხვდებით,რომ მარი არც ისეთი ურთულესი მეტოქეა!!! მაგალითად რუსები, ციციპასი, აგუტი, რუდი, ნადალი, ჯოკოვიჩი, ზცერევი და კიდევ რომელი ერთი დავასახელო!!! ბოლო შეხვედრაში ნიკა ბრწყინვალე იყო, ისეთი ბექჰენდები ჩაუტარა მარის, ის ცოფებს ყრიდა!!! ხუთ სეტიან ფორმატში ნიკას დიდი შანსი აქვს გამარჯვების!!! წარმატება ნიკოლოზს!!!
დათო
13 იანვარი 2022 17:38
3
ბასილაშვილი მოუგებს. ენდისთვის ერთი სეტის მოგება მაქსიმუმი იქნება
rable
13 იანვარი 2022 16:59
3
იმდენჯერ ითამაშეს უკვე ამათმა მალე ჩაძმაკაცდებიან
123
13 იანვარი 2022 15:17
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული