ბასილაშვილი 5-სეტიან თრილერში ენდი მარისთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 18 იანვარს, ავსტრალიის ღია პირველობის პირველ წრეში, ნიკოლოზ ბასილაშვილი (23) ენდი მარის დაუპირისპირდა და 1:6 6:3 4:6 7:6 4:6 დამარცხდა. შეხვედრა 3 საათსა და 55 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში ჩვენებურმა სრული კრახი განიცადა, მიყოლებით დათმო საკუთარ სამი ჩაწოდება და 1:6 დამარცხდა.

მეორე სეტში თამაში საწინააღმდეგო სცენარით წარიმართა, 5 გეიმის თავზე ჩვენებური 4:1-ს იგებდა. საბოლოოდ, სეტი 6:3 დახურა და საქმე მესამე სეტში გადავიდა, სადაც ყველაფერი დრამატულად წარიმართა. ჩოგბურთელები გასამარჯვებლად თავიანთ მაქსიმუმს დებდნენ. სპორტსმენებმა ბრეიკები მე-5 და მე-6 გეიმში გაცვალეს, გარდამტეხი
კი მე-7 გეიმი გამოდგა, სადაც ნიკოლოზმა საკუთარი ჩაწოდება დათმო და 4:6 დამარცხდა.

მე-5 სეტში ჩოგბურთელებმა თითო-თითო ბრეიკი შეასრულეს. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც უკეთესი ქართველი გამოდგა და 7:5 მოიგო.

ყველაფერი დისაიდერში გადავიდა. მე-9 გეიმის თავზე შოტლანდიელი 5:4-ს იგებდა, რა დროსაც ნიკოლოზმა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში უპატიებელი შეცდომები დაუშვა და 4:6 დამარცხდა.

სამწუხაროდ, ქართველმა ავსტრალიის ღია პირველობა ნაადრევად დაასრულა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯერ არ დაუსრულებია, წყვილებში ერთვება ხვალიდან
იღბალო
18 იანვარი 2022 15:51
2
…კეცმანოვიჩი არის ნიკას მეწყვილე!!!
დათო
18 იანვარი 2022 18:37
0
რით ვერ მოუგო ამ ბებერ სულელს...
მ.მ
18 იანვარი 2022 15:05
5
ეს შეხვედრა ვნახე პირდაპირ ეთერში და ძალიან დამწყდა გული, როცა ნიკამ წააგო . ნიკა ძალიან მონდომებული იყო, მაგრამ ბევრი შეცდომაც დაუშვა. მწვრთნელის გარეშე წინ ვერ წავა! მარტო საახლობლო წრის ამარა ტურნირებზე ყოფნა საკმარისი არ არის წინსვლისათვის. ენდი მარემ დიდი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და კლასმაც თავისი გააკეთა! ნიკოლოზს შემდგომ ტურნირებში წარმატებებს ვუსურვებ!!!
!!!
18 იანვარი 2022 12:45
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული