"გოგოებო, ნუ თხოვდებით ქართველ კაცებზე! ისინი სუფრაზე სვამენ ქალის სადღეგრძელოს და..." - ცისნამი საყვარლიშვილი ბასილაშვილი-დოროყაშვილის ჩანაწერებზე

AutoSharing Option
აშშ-ში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი და ბლოგერი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს ავრცელებს, სადაც ბასილაშვილი-დოროყაშვილის ჩანაწერებს ეხმაურება. 

ის წერს, რომ ქალები ქართველ მამაკაცებზე არ უნდა გათხოვდნენ, ერთ-ერთ მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ მათ ქალის პატივისცემა არ იციან, მაგალითად კი საყვარლიშვილმა ბასილაშვილი მოიყვანა:

“გოგოებო, ნუ თხოვდებით ქართველ კაცებზე. მათ მხოლოდ მომვლელად სჭირდებით, არ გცემენ პატივს და შეურაცხყოფას გაყენებენ!

აი, ის ჩოგბურთელი არის ნამდვილი ქართველი კაცის სახე!

ახლა თუ გინდათ მთელი ღრუზიის საკაცეთი შემომივარდით კომენტარებში!

თქვენ არ იცით ქალის პატივისცემა! თქვენ სუფრაზე
სვამთ ქალის სადღეგრძელოს და ცხოვრებაში აბუჩად იგდებთ, როგორც ნივთს, ისე ექცევით!

უმეტესობას დედები, ცოლები ემიგრაციაში გყავთ გაშვებული და მათი მწარედ ნაშოვნი ფულებით ცხოვრობთ”, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 63 /
gatxovdit gogoebo gaamravlet qartvelebi, da asetebmac a.ravlon ucxoetshi tavisnairebi
me var
17:10 01-02-2022
0
ეს თვითონაც ფულის გულისთვის გათხოვდა ვიღაც ამერიკელ ბებერს გაყვა ცოლად. ბევრია მასე ქართველები გათხოვილი ამერიკაში და მერე თავის ავამდმყოფური საქციელი რომ გააპრავონ უფლებების დაცვას და ქართველი მამაკაცების სიცუდეს აწვებიან.
სამწუხაროდ
20:47 31-01-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული