სხვა

ჩოგბურთი

ქამბექი და გამარჯვება - ბარტიმ ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო

AutoSharing Option
დღეს, 29 იანვარს, ქალთა თანრიგში ავსტრალიის ღია პირველობის ფინალური შეხვედრაში ეშლი ბარტიმ (1) დანიელე კოლინსი (30) 6:3 7:6 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

პირველ სეტში ავსტრალიელმა მეტოქის მოწოდება მე-6 გეიმში მოიგო და დაწინაურდა.

მეორე სეტში 6 გეიმის თავზე ამერიკელი 5:1-ს იგებდა, თუმცა კლასიფიკაციის ლიდერმა ზედიზედ 5 გეიმი მოიგო და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც 7:2 გაიმარჯვა.

ამრიგად, ეშლიმ 2022 წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი მოიგო, შეგახსენებთ, გასულ წელს ბარტიმ უიმბლდონის მოგება მოახერხა, რაც შეეხება კარიერაში მოპოვებულ გამარჯვებებს, ავსტრალიელმა სხვადასხვა დროს საფრანგეთის ღია
პირველობის (2019), ამერიკის ღია პირველობის (2018, 2019), ოლიმპიური თამაშებისა (2020) და შემაჯამებელი ტურნირის (2019) გამარჯვებული გახდა.