სხვა

ჩოგბურთი

"როდესაც პოლიტიკა სპორტში ერევა, როგორც წესი, კარგად არ სრულდება..." - ნოვაკ ჯოკოვიჩმა რუს სპორტსმენებს მხარი დაუჭირა

AutoSharing Option
ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ტურნირიდან რუსი და ბელორუსი სპორტსმენების მოხსნაზე ისაუბრა.

"მე ომის წინააღმდეგი ყოველთვის ვარ. ვიცი, რასაც ნიშნავს ეს, ბავშვობიდან მოყოლებული ამ საკითხზე ტრავმა მაქვს. კარგად მახსოვს, 1999 წელს რაც სერბეთში მოხდა და განვიცდი... ბალკანეთში უამრავი ომი იყო...

მიუხედავად ამისა, უიმბლდონის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი სპორტსმენების ბრალი არაა. როდესაც პოლიტიკა სპორტში ერევა, როგორც წესი, კარგად არ სრულდება" - განაცხადა ნოვაკმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 აპრილს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2022 წლის უიმბლდონის გათამაშებაში ბელორუს და რუს ათლეტებს
არ დაუშვებენ.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით