ბასილაშვილმა მადრიდში პირველ წრეში იმარჯვა და ალკარასს შეხვდება

AutoSharing Option
მიუნხენის ტურნირის მეოთხედფინალში დამარცხების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა (27) მადრიდის მასტერსის პირველ წრეში იტალიელ ფაბიო ფონინის (51) საათსა და 21 წუთში 7:5, 6:4 სძლია და 1/16-ფინალში გავიდა.

აქამდე ბასილაშვილი ფონინისთან 2021 წელს ცინცინატის მასტერსზე დამარცხდა, ხოლო ინდიან უელსში მასთან სათამაშოდ გასვლა ტრავმის გამო ვერ შეძლო.

4 მაისს, მეორე წრეში, ნიკოლოზი 18 წლის ესპანელ კარლოს ალკარასს (9) დაუპირისპირდება, რომელთანაც გასულ წელს როლან გაროსზე 0:3 დამარცხდა და რომელმაც წელს ბარსელონის ტურნირი მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ალკარასი ვარსკვლავი და მომავალი პირველი ჩოგანია.ნიკამ თუ მოუგო, კიდევ ერთხელ დაწერს ისტორიას.თანაც მადრიდში.
ჯუჯი
13:36 03-05-2022
0
ნიკა მოუგე პატარას!
თენგო
08:04 03-05-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული