სხვა

ჩოგბურთი

ბასილაშვილმა მადრიდში პირველ წრეში იმარჯვა და ალკარასს შეხვდება

AutoSharing Option
მიუნხენის ტურნირის მეოთხედფინალში დამარცხების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა (27) მადრიდის მასტერსის პირველ წრეში იტალიელ ფაბიო ფონინის (51) საათსა და 21 წუთში 7:5, 6:4 სძლია და 1/16-ფინალში გავიდა.

აქამდე ბასილაშვილი ფონინისთან 2021 წელს ცინცინატის მასტერსზე დამარცხდა, ხოლო ინდიან უელსში მასთან სათამაშოდ გასვლა ტრავმის გამო ვერ შეძლო.

4 მაისს, მეორე წრეში, ნიკოლოზი 18 წლის ესპანელ კარლოს ალკარასს (9) დაუპირისპირდება, რომელთანაც გასულ წელს როლან გაროსზე 0:3 დამარცხდა და რომელმაც წელს ბარსელონის ტურნირი მოიგო.

ასევე დაგაინტერესებთ