"ბასილას" ქამბექი 0:2-დან! ნიკამ "როლან გაროსზე" პირველი გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 23 მაისს, საფრანგეთის ღია პირველობაზე პირველი შეხვედრა მოიგო ნიკოლოზ ბასილაშვილმა (24). ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკელი მაქსიმ კრესი (62) 3:6 2:6 7:6 6:4 6:4 დაამარცხა.

ჩაგდებული პირველი ორი სეტის შემდეგ ნიკამ ტაი-ბრეიკზე 10:8 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მე-15 გათამაშებაში ჩვენებურმა მატჩ-ბოლი მოიგერია, მეოთხე სეტში "ბასილამ" მეტოქის ჩაწოდება მე-9 გეიმში აიღო და ჩამორჩენაც აღმოფხვრა.

საქმე დისაიდერში გადავიდა, სადაც ნიკოლოზმა ბრეიკი მე-7 გეიმში შეასრულა და მატჩში გარდამტეხი უპირატესობა შეიტანა.

3:22-საათიანი ბრძოლის შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი "როლან გაროსის" მეორე წრეში გავიდა, სადაც მაკენზი მაკდონალდსა (60) და
ფრანკო აგამენონს (156) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
გილოცავ ნიკა! წარმატებები!
დათო
24 მაისი 2022 07:47
1
3 წრეს გადალახავს, მერე ვნახოთ, წარმატებები!
სსსსს
24 მაისი 2022 01:00
3
…მესამე წრეში სავარაუდოდ ძლიერი მეტოქეა, სინერი!!! აი შემდეგ მინიმუმ ორი წრე შეუძლია ნიკას დაძლიოს!!!
დათო
24 მაისი 2022 10:03
0
Aseti dasawyisis mere shors midis es biji da warmatebebi mas
რუსეთი ოკუპანტია
23 მაისი 2022 22:17
0
მადლობა უფალს ამდენი ნეგატივის მერე ფორმაში ხარ-გილოცავ გულით
სენაკელი
23 მაისი 2022 21:16
1
მოგიფაქდ დისაიდერი
ილაპარაკეთ ქართულად
23 მაისი 2022 20:40
1
…ყოჩაღ ნიკა!!! ძალიან გაგვახარე!!! ბოლო სამი სეტი ზედიზედ მოიგო, თან შეხვედრის მესამე სეტი ტაიბრეიკში 10:8!!! კრესის 42 ეისი ჰქონდა!!! ბრავო და წარმატებები!!!
დათო
23 მაისი 2022 20:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული