სხვა

ჩოგბურთი

ბასილაშვილმა საქმე ბოლომდე მიიყვანა - ნიკამ შტუტგარტში გამარჯვებით დაიწყო

AutoSharing Option
გუშინ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში კარგად დაწყებული შეხვედრა, რომელიც წვიმის გამო დღეისთვის იყო გადადებული, ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარგად დაასრულა.

ქართველი იტალიელ ლორენცო მუსეტისთან ანგარიშით 7:5, 4:1 იგებდა, დღეს განახლებულ მატჩში კი საბოლოოდ ორი თავისი ჩაწოდება იოლად მოიგო და 7:5, 6:3 იმარჯვა.

ჩვენებურის მეტოქე 1/8-ფინალში ავსტრალიელი ნიკ კირიოსი იქნება, რომელსაც 2017 წელს ბეიჯინგში დაუპირისპირდა და ჰარდის კორტებზე 2 სეტში დამარცხდა.
ასევე დაგაინტერესებთ