ბასილაშვილმა მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა და მესამე წრეში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უიმბლდონის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგის 82-ე ნომერს, ქვენტინ ჰალისს დაუპირისპირდა და 2:24-საათიან მარათონში 7:6 0:6 7:5 7:6 დაამარცხა.

პირველ სეტში ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე ბრწყინვალედ გამოდიოდნენ, თუმცა ფრანგს ტაი-ბრეიკზე სიზუსტემ უმტყუნა და ჩვენებური 4:1 დაწინაურდა. საბოლოოდ ნიკამ კარგად დაწყებული მე-13 გეიმი ბოლომდე მიიყვანა და 9:7 მოიგო.

მე-2 სეტი ჰალისის სრული კონტროლით წარიმართა და "ბასილა" სუფთად დაამარცხა.

მე-3 სეტი პირველის მსგავსად წარიმართა, უბრალოდ, მე-12 გეიმში ნიკოლოზმა გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვა, 40:15 დაწინაურდა და მატჩში კიდევ ერთხელ დაწინაურდა.

მე-4 სეტშიც საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა,
სადაც ჩვენებურმა 7:5 გაიმარჯვა და ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მესამე წრეში გავიდა. აღსანიშნავია, რომ ნიკასთვის უიმბლდონზე საუკეთესო შედეგი სწორედ მესამე წრეში გასვლა არის და იმედია, საქართველოს პირველი ნომერი საკუთარ რეკორდს გააუმჯობესებს.

ნიკამ ჰალისისა და როსოლის დამარცხებით 120 000 გირვანქა, ანუ 147 000 დოლარი გამოიმუშავა, მომდევნო წრეში კი ნიდერლანდელ ტიმ ვან რეითჰოვენსა და აშშ-ის წარმომადგენელ რაილი ოპელკას შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 14 /
…გუშინ წყვილებშიც, ალბოტთან ერთად მოიგო!!! წარმატებები ნიკას!!!
დათო
01 ივლისი 2022 12:20
0
მინიმუმ ჯოკოვიჩამდე მივდივართ❤️
EA7
30 ივნისი 2022 12:46
0
ჰოლანდიელსაც თუ დაამარცხებს მერე ჯოკოვიჩია და რავიცი აბა ოპტიმისტურად რანაირად უნდა ვიყო :დდდ
ABCABC
30 ივნისი 2022 11:43
5
თხოვნა მაქვს, ნიკას მიერ გამომუშავებულ თანხებს ნუ წერთ. უხერხულია სხვისი ფულების თვლა. მესმის ბევრს აინტერესებს მარა მაინც. თქვენ თუ მოიძიეთ ეს ინფო სხვა დაინტერესებულიც მოიძიებს. სარეიტინგო ქულები დათვალეთ ჯობია. ტურნირის მთლიანად გამარჯვებული როცა ხარ ეგ სხვა ამბავია. არ დაბლოკოთ.
ლევანი
30 ივნისი 2022 01:02
9
მეგობარო მსოფლიოს ყველა წამყვანი სპორტული ვებგვერდი და გამოცემა ითვლის მაგას და აქვეყნებს. ასეა მიღებული ჩოგბურთში და არა მარტო.
აკო
30 ივნისი 2022 11:31
2
ფულის დათვლა რა შუაშია, ეს ესე ხდება უბრალოდ და მუდამ ესე იყო, მოიგო ამდენი გამოიმუშავა, რავი ყველა სპორტში ეგრეა, რისი უხერხული ვერ გავიგე, ვისთანაა უხერხული?:)))
იმის არ გეუხერხულება, კვარაცხელია ამდენად გაიყიდა და ხელფასი ამდენი ექნებაო რომ წერენ?:))) რატო წუხდებით ამაზე, სასაცილოა უბრალოდ
ლევანი-ს
30 ივნისი 2022 10:36
2
80-ეს რომ ძლივს უგებს, არაა დამაიმედებელი მომდევნო ტურებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განგებ დაზოგა თავი
nika
30 ივნისი 2022 00:10
28
როგორც ჩანს არც ჩოგბურთის რეიტინგები იცი როგორ მუშაობს და ზოგადად სპორტი. რეიტინგი არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცაზე გარანტირებულად ძლიერი ხარ. არსებობს უამრავი ფაქტორი, რატომ შეიძლება დაბალმა რეიტინგიანმა ჩოგბურთელმა მოუგოს მოწინავე ჩოგბურთელს.
ნიკას
30 ივნისი 2022 09:22
0
ეგ არაფერს ნიშნავს, საწყის ეტაპზე ყოველთვის ადაპტაციასთან აქვს პრობლემა. ყველგან სადაც ტურნირი მოიგო ან მატჩბოლები აქვს გადარჩენილი ან მატჩზე მოწოდება. მიუნხენში საერთოდ მოლჩანებთან წვალობდა და ნახევარფინალში რუდი გრუნტზე გაიტანა ფიუჩერსის მოთამაშესავით 6:1 6;1 , თან მაგარ ფორმაშიც იყო მაშინაც რუდი.
ნიკას
30 ივნისი 2022 07:52
1
ნიკა, გვეამაყებიიი.... იმედი მაქვს, სხვადასხვა ფრონტზე წარმატებები სასიკეთოთ წაგადგება და ყურადღებას არ მოგიდუნეებს... თქვენი ადგილი ათეულშია, ეს მინიმუუმ....
გიორგი-50
29 ივნისი 2022 23:34
1
მეორე სეტი საერთოდ არ ითამაშა რო ეთამაშა ენერგიას დაკარგავდა და გათვლა ენერგიაზე გააკეთა ერთი სეტი აჩუქა მეორე მოუგო და მესამე გაუჭირდა მარა ძალები მოიკრიბა თორე ზოგადად თანაბარი ბრძოლა იყო პროსტა გამოცდილების ხარჯზე აჯობა ნიკამ. წარმატებები ნიკას
Bacho
29 ივნისი 2022 23:28
1
ჩვენს საამაყო ნიკას! ვულოცავთ დღევანდელ საჩოგბურთო გამარჯვებას და სასამართლო პროცესის მოგებასაც!!!!!! სულ ასე გამარჯვებებით გევლოს ნიკა!!!!!!!
ნონა
29 ივნისი 2022 22:24
0
საღოოოლ ბასილ
ილია
29 ივნისი 2022 22:03
0
...გენაცვალე!!! ფანტასტიკა!!! იფრინა!!!
დათო
29 ივნისი 2022 21:02
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული