კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა

AutoSharing Option
2022 წლის "უიმბლდონზე" ცენტრალური კორტის 100 წლის იუბილე აღნიშნეს, სადაც ორგანიზატორებს 1960 წლიდან დღემდე ამ დიდი სლემის ჩემპიონები ჰყავდათ მოწვეული, თუმცა რუსი მარია შარაპოვა ვერავინ შენიშნა.

როგორც იცით, ცნობილი მოვლენების გამო რუს და ბელარუს სპორტსმენებს წლევანდელ "უიმბლდონზე" ასპარეზობა აკრძალული აქვთ.

აღნიშნულ ღონისძიებაზე ჩემპიონების ვიდეოკოლაჟი აჩვენეს და შარაპოვა არც ამ კადრებში ფიგურირებდა. 

მარიამ "უიმბლდონი" 2004 წელს 17 წლის ასაკში მოიგო, როდესაც მან სერენა უილიამსი დაამარცხა და სწორედ მაშინ დაიწყო შარაპოვას დიდი კარიერა.

რა თქმა უნდა, "უიმბლდონის" ხელმძღვანელობის მიმართ გაჩნდა კითხვები, იყო
თუ არა ეს დისკრიმინაცია შარაპოვას მიმართ... მათ ჰკითხეს, იყო თუ არა მარია მიწვეული ღონისძიებაზე და რატომ არ ჩანდა ის ვიდეორგოლში.

პასუხში ნათქვამი იყო, რომ მათ მოიწვიეს ის ჩემპიონები, რომლებიც ლონდონისგან შორს არ ცხოვრობდნენ და გადამღლელი მგზავრობა არ სჭირდებოდათ. რაც შეეხება ვიდეოკლიპს, მათ თქვეს, რომ კოლაჟის დრო შეზღუდული იყო და ფიზიკურად ყველა ჩემპიონის კადრს ვერ ჩასვამდნენ.

ეს პასუხები კი მართლაც დიდ ეჭვს ბადებს, რომ "უიმბლდონის" ხელმძღვანელობას არ სურდა პატივი მიეგო რუსი სპორტსმენისთვის.

აქვე გეტყვით, რომ შარაპოვამ კარიერა 2020 წელს დაასრულა. ყოფილი სპორტსმენი ამჟამად ორსულადაა და აშშ-ში ცხოვრობს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს რა საშინელება მომხდარა, რა გადაიტანს ამ ამბავს არ ვიცი ნამდვილად)))
დათო
22:55 07-07-2022
3
მარია ძალიან პატარა წაიყვანეს აშშ-ში, მამამ წაიყვანა. იქ გაიზარდა, დაქალდა, წარმატებებს იქაურ აკადემიებში ვარჯიშით მიაღწია. რუსეთში მხოლოდ ეპიზოდურად ჩამოდიოდა! გაამერიკელებული რუსია, რა!
aburjga
20:16 07-07-2022
10

სიახლეები პოპულარული