სხვა

ჩოგბურთი

"გმობთ ომს და პუტინის ქმედებებს?" - "უიმბლდონის" წარმოშობით რუსმა ჩემპიონმა კითხვაზე უცნაური პასუხი გასცა

AutoSharing Option
"უიმბლდონის" ქალთა ერთეულთა თანრიგის გამარჯვებული წარმოშობით რუსი და ყაზახეთის სახელით მოასპარეზე ელენა რიბაკინა გახდა.

მან ფინალურ შეხვედრაში ონს ჟაბური სამ სეტში - 3:6, 6:2, 6:2 დაამარცხა. როგორც იცით, წლის მესამე დიდ სლემზე ცნობილი მოვლენების გამო რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს მონაწილეობა არ შეეძლოთ.

რიბაკინა 2018 წლამდე რუსეთის სახელით ასპარეზობდა, მას კითხვა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე დაუსვეს და ასევე გმობდა თუ არა ის პუტინის ქმედებებს. 

-"უიმბლდონმა" მიმდინარე წელს რუსი მოთამაშეები არ დაუშვა, თქვენ დაიბადეთ და გაიზარდეთ რუსეთში, მაგრამ წარმოადგენთ ყაზახეთს, გმობთ თუ არა
ვლადიმერ პუტინის ქმედებებს?

-ბოდიში, შეკითხვა ვერ გავიგე...

-გმობთ ომს და პუტინის ქმედებებს? ვფიქრობ, ხალხს სურს იცოდეს თქვენი პოზიცია

-ბოდიში, ინგლისური კარგად არ ვიცი... შეკითხვის მეორე ნაწილი კარგად ვერ გავიგე. ჩემი მხრივ კი შემიძლია გითხრათ, რომ ყაზახეთს წარმოავდგენ.

მე არ ამირჩევია ის ადგილი, სადაც დავიბადე. ყაზახეთი მტკიცედ მიჭერს მხარს და ხალხს ჩემი სჯერა. დღესაც მათგან დიდი მხარდაჭერა მივიღე, ვნახე ბევრი დროშა... ასე, რომ არ ვიცი როგორ ვუპასუხო თქვენს შეკითხვას.