კარიერაში 21-ე გრანდ სლემი - ნოვაკ ჯოკოვიჩი "უიმბლდონის" გამარჯვებულია

AutoSharing Option
გუშინ, 10 ივლისს, ლონდონში "უიმბლდონის" ფინალი გაიმართა.

სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის სახელით მოასპარეზე ნიკ კირიოსი (4:6, 6:3, 6:4, 7:6) დაამარცხა და ტურნირის ტრიუმფატორი ზედიზედ მეოთხედ გახდა.

"ნოლემ" აღნიშნული ტურნირი მეშვიდედ მოიგო. მის ანგარიშზე 21 დიდი სლემის ტიტულია. სერბს მხოლოდ რაფაელ ნადალი უსწრებს, ესპანელმა მატადორმა გრანდ სლემის მოგება 22-ჯერ მოახერხა, "უიმბლდონის" მიმდინარე გათამაშებას კი ტრავმის გამო გამოეთიშა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული