ბასილაშვილი უმაგის ტურნირიდან მოეხსნა - რამდენ ხანს ვერ ითამაშებს ქართველი ჩოგბურთელი?

AutoSharing Option
25 ივლისს ხორვატიის ქალაქ უმაგში 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირი დაიწყება, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილს უნდა ეასპარეზა.

სამწუხაროდ, საქართველოს პირველი ჩოგანი აღნიშნული გათამაშებიდან მოეხსნა და დიდი ალბათობით, ამის მიზეზი ტრავმაა.

ჩვენებური დისკომფორტით, რომ თამაშობდა და თავის საუკეთესო თვისებებს ვერ ავლენდა ჯერ კიდევ 12 ივლისს ბასშტადში ჩანდა, სადაც უგო გასტონთან მატჩი მე-2 სეტში შეწყვიტა.

ნიკა ჰამბურგში მაინც ჩავიდა და 19 ივლისს რუს ასლან კარატსევთან პირველი სეტი ბრძოლაში 4:6 დათმო, თუმცა მეორე პარტიაში 0:6 წააგო. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს და აშკარად თვალშისაცემი იყო, რომ ბასილაშვილი ამ
დაპირისპირებაშიც თავის საუკეთესო თვისებებს ვერ ავლენდა და მას აშკარად ტრავმა აქვს.

როგორც ჩანს, საქართველოს პირველმა ჩოგანმა გარკვეული პაუზის აღება გადაწყვიტა, რათა ტრავმა არ გაუმიზეზდეს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხანი გაუცდება ბასილაშვილს. ის სავარაუდოდ, კორტს აგვისტოში დაუბრუნდება, როდესაც ამერიკული და კანადური მასტერსები დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ნორმალური მწვრთნელი და ექიმთა გუნდი სჭირდება ამბიციურ სპორტსმენს და არა უამბიციო ყომარბაზს. ტრამვიანი არ გადის კორტზე და ამხელა გზას არ გადის, ფული ღირს ეგ და მიტო
აოიე
17:20 27-07-2022
2
ეს კომენტარები იმაზე მეტყველებენ, რომ ბოღმიანი დოროყაშვილი არ ისვენებს!
გიორგი
09:16 24-07-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული