მამაკაცთა შორის პირველმა ნომერმა, რუსმა დანილ მედვედევმა, ისაუბრა, თუ როგორ აღიქვამს ნეიტრალური დროშის ქვეშ თამაშს. შეგახსენებთ, რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს ტურნირებზე გამოსვლა მხოლოდ და მხოლოდ ნეიტრალური დროშით შეუძლიათ.
"შემაშფოთებელია? არა, არც ისე ძალიან. ჩემთვის მნიშვნელოვანი ჩოგბურთის თამაშია, მომწონს ჩემი საქმიანობა და წესებსაც უნდა დავემორჩილოთ.
რაღაც მომენტი მკაფიო წესი გამოჩნდა, რომ ჩვენ ნეიტრალური დროშის ქვეშ უნდა გვეთამაშა. მე ისევ დანილ მედვედევი ვარ, ისევ მინდა დიდი ტურნირები და მნიშვნელოვანი მატჩები მოვიგო, ჩემში არაფერი შეცვლილა" - განაცხადა რუსმა ჩოგბურთელმა.
მედვედევმა 7 აგვისტოს მექსიკაში,
ლოს კაბოსის 250-ქულიანი ტურნირი მოიგო, ფინალურ შეხვედრაში მისი მეტოქე მსოფლიოს მე-12 ნომერი კამერონ ნორი იყო. დანილმა ბრიტანელი მეტოქე 7:5 6:0 დაამარცხა.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით