სხვა

ჩოგბურთი

ბასილაშვილი კორტს უბრუნდება და ხვალ გამთენიისას ითამაშებს

AutoSharing Option
მოკლე პაუზის შემდეგ საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტს უბრუნდება.

ჩვენებური ცინცინატის მასტერსზე იასპარეზებს, ტურნირის ძირითადი ბადის შეხვედრები კი დღეიდან დაიწყება.

ბასილაშვილი პირველ წრის მატჩს ხვალ თბილისის დროით გამთენიისას 03:30 საათზე გამართავს და მისი მეტოქე აშშ-ის წარმომადგენელი მაკენზი მაკდონალდი იქნება, რომელსაც აქამდე ორჯერ ეთამაშა და ორივეჯერ წააგო.

გამარჯვების შემთხვევაში, ნიკას მეტოქე მომავალ წრეში ამომავალი ესპანელი ვარსკვლავი კარლოს ალკარას გარფია იქნება.
ასევე დაგაინტერესებთ