სხვა

ჩოგბურთი

Us Open-მდე ბასილაშვილი უინსტონ სალემის ტურნირზე იასპარეზებს

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობამდე ვინსტონ სალემის ტურნირზე იასპარეზებს.

ჩვენებური ბრაზილიელ ტიაგო მონტეიროს დაუპირისპირდება, მატჩი ხვალ გვიან ღამით, თბილისის დროით 02:30 საათზეა ჩანიშნული.

ნიკა მონტეიროს კარიერაში ორჯერ შეხვდა, ერთხელ მოიგო, ერთხელაც კი წააგო.

იმ შემთხვევაში, თუ ბასილაშვილი მერვედფინალში გასვლას მოახერხებს, მისი სავარაუდო მეტოქე ფრანგი ბენჟამინ ბონზი იქნება.