სხვა

ჩოგბურთი

ოფიციალურად: აუცრელ ჯოკოვიჩს აშშ-ში არ შეუშვებენ და ის Us Open-ზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
ლეგენდარული სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის არგაკეთების გამო 2022 წელს ამერიკის ღია პირველობაზე ვერ იასპარეზებს.

ბოლო დრომდე არსებობდა მოლოდინები, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ საერთაშორისო მოგზაურობის წესების ახალი განახლებით, სერბს Us Open-ზე ასპარეზობის საშუალება მიეცემოდა, თუმცა ეს ვარაუდი არ გამართლდა.

ამრიგად, ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ წელს კიდევ ერთ დიდ სლემს გამოტოვებს.

ნოვაკმა Us Open-ზე კარიერაში სამჯერ იჩემპიონა.