"შენ ხარ უსაქმური ადამიანი... ძალიან ცუდად დაამთავრებ დედას გეფიცები" - ბასილაშვილი-დოროყაშვილის დაძაბული პროცესი: რა ხდებოდა სასამართლოში?

AutoSharing Option
ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მას­სა და ყო­ფილ მე­უღ­ლეს, ნელი დო­რო­ყაშ­ვილს შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბის ამ­სახ­ველ აუ­დიო და ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს იკ­ვლე­ვენ. სხდო­მა­ზე ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მიერ გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­მა­სა­ლას აჩ­ვე­ნე­ბენ, რო­მე­ლიც მან გა­მომ­ძი­ებ­ლებს გა­მო­ძი­ე­ბის ეტაპ­ზე წა­რუდ­გი­ნა.

ვი­დე­ო­ში დო­რო­ყაშ­ვი­ლი გა­მომ­ძი­ე­ბელს უყ­ვე­ბა, რომ ამე­რი­კა­ში, როცა მან ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს ჩა­ა­კი­თხა, მას­ზე იძა­ლა­და.

"თმა­შიც მწვდა, რამ­დე­ნი­მე დარ­ტყმა იყო, ეს ვი­დეო გა­და­ვი­ღე, რად­გან დიდ­ხანს გაგ­რძელ­და ძა­ლა­დო­ბა. იმ­დე­ნად აფექ­ტში იყო, ტე­ლე­ფო­ნი რომ მე­ჭი­რა, ვერც ხვდე­ბო­და, მაგ­რამ მე­ში­ნო­და",- გა­ნა­ცხა­და დო­რო­ყაშ­ვილ­მა გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან.

ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში რამ­დე­ნი­მე წა­მით ჩანს ნი­კო­ლოზ
ბა­სი­ლაშ­ვი­ლი და ის­მის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის ტი­რი­ლი.

"გა­მა­გე­ბი­ნე, რა­ტომ მირ­ტყამ, რა ღირ­სი ხარ შენ რომ ვინ­მე შენ­ზე ტი­რო­დეს, წადი აქე­დან, მომ­შორ­დი, რის გამო მირ­ტყამ? ამას ლუ­კა­სი არ გა­პა­ტი­ებს, მომ­შორ­დი, რაში მჭირ­დე­ბი... ჩემ ცე­მას ლუ­კა­სი არას­დროს გა­პა­ტი­ებს", - ის­მის და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ხმა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ში.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო­ში გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ დო­რი­ყაშ­ვი­ლი არა­სამ­თავ­რო­ბის მიერ იყო და­რი­გე­ბუ­ლი, რომ ეს სი­ტყვე­ბი ეთ­ქვა.

"წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­რი­გე­ბუ­ლი იყო არა­სამ­თავ­რო­ბი­ე­ბის­გან რა სი­ტყვა ეთ­ქვა ვი­დე­ო­ში, რომ ეფექ­ტუ­რი ყო­ფი­ლი­ყო. ვი­დე­ოს მო­მიშ­ვერ­და რა­ტომ მცე­მო, ეს იყო და­გეგ­მი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ ეფექ­ტუ­რი ყო­ფი­ლი­ყო", - გა­ნა­ცხა­და ბა­სი­ლაშ­ვილ­მა პრო­ცეს­ზე.

სხდო­მა­ზე აჩ­ვე­ნეს დო­რო­ყაშ­ვი­ლის მიერ გა­მომ­ძი­ებ­ლის­თვის ნაჩ­ვე­ნე­ბი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბიც, რა­ზეც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ამ­ბობს, რომ კე­კე­ლი­ძე­ზე, ავ­ტო­მო­ბილ­ში მომ­ხდა­რი ძა­ლა­დო­ბის შემ­დეგ, მე­ო­რე დღეს არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ფო­ტო­სუ­რათ­ზე დო­რო­ყაშ­ვილს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ეტყო­ბა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ასე­ვე გა­მო­იკ­ვლი­ეს დო­რო­ყაშ­ვი­ლის მიერ ტე­ლე­ფო­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რი. ერთ-ერთი ჩა­ნა­წე­რი გა­კე­თე­ბუ­ლია ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში, სა­დაც ბა­სი­ლაშ­ვი­ლი და დო­რო­ყაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბი­ან. ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი დო­რო­ყაშ­ვილს ეუბ­ნე­ბა, რომ მას არ ენ­დო­ბა.

"მე არ მჯე­რა შენი, შენ ყვე­ლა­ნა­ირ სა­ზღვრებს გაც­დი. მე ურ­თი­ერ­თო­ბა და­ვას­რუ­ლე. შენ ხარ უსაქ­მუ­რი ადა­მი­ა­ნი", - მი­მარ­თავს ბა­სი­ლაშ­ვი­ლი დო­რო­ყაშ­ვილს, რა­ზეც ის ასე პა­სუ­ხობს: "ვერ იხ­სე­ნებ რა­ტომ არ გჯე­რა ჩემი, ამის ფაქ­ტი არ გაქვს".

"მე არ მინ­და შენ­თან ერ­თად კონ­ტრაქ­ტის ქვეშ ყოფ­ნა, არ გენ­დო­ბი. მე არ გენ­დო­ბი შენ, ნე­ლი­კო. ძა­ლი­ან ცუ­დად და­ამ­თავ­რებ დე­დას გე­ფი­ცე­ბი... შენ მა­ტყუ­ა­რა გოგო ხარ, სახ­ლში ავუ­ვარ­დი დე­და­შენს და ვა­გი­ნე?" - მი­მარ­თავს ბა­სი­ლაშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს.

ჩა­ნა­წერ­ში ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ის სა­სა­მარ­თლოს სარ­ჩე­ლით იმ დღეს­ვე მი­მარ­თავ­და და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბოდ­ნენ.

"შენ ქო­ნე­ბა გა­ღელ­ვებს მხო­ლოდ.... რა­ტომ და­ას­კვე­ნი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად რა­ღაც უნდა წა­გარ­თვა.... მარ­თლა გგო­ნია, რომ მა­მა­ჩე­მი გარ­თმევს ქო­ნე­ბას?"- მი­მარ­თავს დო­რო­ყაშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს, რა­ზეს ის ასე პა­სუ­ხობს: "მე არ მჯე­რა არც შენი და არც შენი მშობ­ლე­ბის",- მი­მარ­თავს ბა­სი­ლაშ­ვი­ლი.

წყარო: AMBEBI
მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს ქალი ნამდვილი ალქაჯია
დავით კუჭაიძე
11:36 05-10-2022
0
ნეტა ამ ანგელოზ ბიჭს თვალები სად ჰქონდა ეს რომ მოიყვანა
რეზო
18:47 03-10-2022
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული