"შე სკლეროზიანო, რამდენ ხანს გაგრძელდება შენი აღმავლობა, ვაი, შე საცოდაო..." - დოროყაშვილის მიმოწერა ბასილაშვილთან

AutoSharing Option
სააგენტო Prime Time ავრცელებს მასალას, სადაც ვკითხულობთ, თუ რას სწერს ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს. როგორც აღნიშნული წყარო წერს, საქმის მასალებში სხვა მტკიცებულებებთან ერთად დევს სატელეფონო და ინტერნეტ მიმოწერა და მათთვის ამ მიმოწერის შინაარსი ექსკლუზიურად გახდა ცნობილი:

"შენთვის მე და ლუკასი აღარ ვარსებობთ თურმე ძალიან დიდი ხანია. ეს მე ვცხოვრობდი ბნელეთში და მჯეროდა...

გველის ნაკბენი რჩება და შენი ნაკბენი არა. რამენაირად მე და ჩემი შვილი გადავლახავთ ამ ყველაფერს. "სამართალი ურმით დადის", რად გინდა სიცოცხლე ამ ყველაფრის მერე? შენ გგონია გათავისუფლდი, რომ
ცოლ-შვილი მოიშორე? ორი აგური უნდა გეჭიროს და მესამეს ეძებდე. ზალიკო ბერგერს და დემნა გვასალიებს რომ იმატებ და ელიტა გგონია, აი ეგ დონე გაქვს შენ და ეგ ინტელექტი.

"მიჩვენე მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ". შენ ხომ ეს ყველაფერი გკიდია, რამდენს დაიკიდებ კიდე, რამდენს მოერევი, დაკიდულიც ხარ და გადაკიდებულიც. მე და ლუკასი რაღაცნაირად შევეგუებით. ეს შენ შეეგუე და დაიმახსოვრე დღევანდელი რიცხვი, ბლოკნოტში ჩაიწერე შე სკლეროზიანო, რამდენ ხანს გაგრძელდება შენი აღმავლობა. ვაი შე საცოდაო...",- წერს ნეკა დოროყაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 32 /
თან, რა ენით უწუნებს ადამიანობას და მარტო უწუნებს? კიდეც კარგად, გემრიელად ლანძღავს და ემუქრება.
0
ლამაზი გოგო ხარ.მოძებნე ვინმე უცხოელი ნორმალური ქმარი.რაში გჭირდება ასეთი უვარგისი ადამიანი.კაცი რომ ამ დონემდე მიიყვანს ცოლშვილთან ურთიერთობას არც ერთ ვარიანტში გამართლება არა აქვს.
ჩემი აზრით
15:20 04-10-2022
77

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული