სხვა

ჩოგბურთი

"ნელი ჩემთვის როგორც შვილი, ისე იყო" - რა თქვა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ სასამართლოზე

AutoSharing Option
"იგი­ვე დეპ­რე­სია და­მე­წყო, გი­ორ­გი ნარ­სი­ას რომ მიხ­სე­ნე­ბენ, ასე მე­მარ­თე­ბა და რა ვქნა? ქორ­წილ­ში ეგ რომ და­ვი­ნა­ხო, შე­იძ­ლე­ბა გა­დავ­ხტე იქი­დან და თავი მო­ვიკ­ლა, ან მთე­ლი ქორ­წი­ლი მოვ­კვდე ტი­რი­ლით, ძა­ლი­ან არ მინ­და ეს ჩვე­ნი მეჯ­ვა­რე იყოს", - ეს სი­ტყვე­ბი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის დე­დის, ნა­ტა­ლია ნა­ჭყე­ბი­ას გან­ცხა­დე­ბით, მას ყო­ფილ­მა რძალ­მა, ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა ქორ­წი­ლამ­დე მი­წე­რა.

ნა­ტა­ლია ნა­ჭყე­ბია თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბას აძ­ლევს. ის დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბა ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­თან მის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე და აღ­ნიშ­ნავს, რომ ყო­ფილ რძალ­თან თა­ვი­დან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და.

"ქორ­წი­ნე­ბამ­დე ორი წლით ადრე გა­ვი­ცა­ნი, რამ­დე­ნა­დაც ვიცი,
ინ­ტერ­ნე­ტით გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი. ნელი ჩემ­თვის რო­გორც შვი­ლი ისე იყო. პი­რა­დი ამო­ნა­წე­რე­ბი მაქვს და ად­ვო­კა­ტე­ბის­თვის არ მი­მი­ცია, ამის სა­ჭი­რო­ე­ბა მას შემ­დეგ გახ­და, რაც ნე­ლიმ ჩვე­ნე­ბა მის­ცა და ეს ტე­ლე­ვი­ზი­ით გაჟ­ღერ­და, ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი იმის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლია, რომ სიც­რუე ისა­უბ­რა.

პირ­ვე­ლად ნე­ლიმ თხოვ­ნით მომ­მარ­თა, რომ მას ნი­კას მეჯ­ვა­რე არ მოს­წონ­და, ყვე­ლა შე­ხე­დუ­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა შე­მიძ­ლია, ამა­საც თა­ნად­გო­მით მი­ვუ­დე­ქი. ეს ბიჭი, ნი­კას ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი იყო, ნე­ლის მას­თან არა­ნა­ი­რი წი­ნა­პი­რო­ბა არ ჰქო­ნია, ჩა­ნა­წე­რებ­ში ვე­უბ­ნე­ბი კი­დეც, რომ ნი­კას მე­გობ­რებ­ში ყვე­ლა­ზე წე­სი­ე­რი იყო",- გა­ნა­ცხა­და ნა­ჭყე­ბი­ამ.

მან პრო­ცეს­ზე ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის მიერ მი­წე­რი­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა წა­ი­კი­თხა.

"გუ­შინ იგი­ვე დეპ­რე­სია და­მე­წყო. გი­ორ­გი ნარ­სი­ას რომ მიხ­სე­ნე­ბენ, ასე მე­მარ­თე­ბა და რა ვქნა? ქორ­წილ­ში ეგ რომ და­ვი­ნა­ხო, შე­იძ­ლე­ბა გა­დავ­ხტე იქი­დან და თავი მო­ვიკ­ლა, ან მთე­ლი ქორ­წი­ლი მოვ­კვდე ტი­რი­ლით. ძა­ლი­ან არ მინ­და ეს ჩვე­ნი მეჯ­ვა­რე იყოს. გეხ­ვე­წე­ბით, რამე მო­ი­ფიქ­რეთ და უთხა­რით სა­ნამ დროა ამ ოჯახს, თო­რემ მერე თქვე­ნი სირ­ცხვი­ლი იქ­ნე­ბა. ვერ წარ­მო­ვიდ­გენ მა­გას ქორ­წილ­ში, თან მე ძა­ლი­ან მემ­ჩნე­ვა სა­ხე­ზე, ცუ­დად რომ ვარ და მთე­ლი ქორ­წი­ლი მოვ­კვდე­ბი ტი­რი­ლით. ეგ თუ დარ­ჩა მეჯ­ვა­რედ. ნი­კას ახალ არ ვე­უბ­ნე­ბი არა­ფერს, ვუთ­მენ სა­ნამ ჩა­მო­ვა. რომ ჩა­მო­ვა და­ე­ლა­პა­რა­კეთ და ერთი მეჯ­ვა­რე ჰყავ­დეს“,- წერს დო­რო­ყაშ­ვი­ლი ნა­ჭყე­ბი­ას.

რო­გორც ნა­ჭყე­ბია აღ­ნიშ­ნავს, დო­რო­ყაშ­ვილს ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მეჯ­ვა­რე გა­რეგ­ნუ­ლად არ მოს­წონ­და. მი­სი­ვე თქმით, ნი­კო­ლოზს სთხო­ვა, ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­ე­კე­თე­ბი­ნა, რო­გორც ნე­ლის გა­უ­ხარ­დე­ბო­და და სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში თავი ბედ­ნი­ე­რად ეგ­რძნო.

წყარო: Ambebi
ასევე დაგაინტერესებთ