"დავითვალოთ და ვნახოთ, რამდენი ტყუილი თქვა ნელი დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე" - რა თქვა ბასილაშვილის ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში?

AutoSharing Option
და­ვით­ვა­ლოთ და ვნა­ხოთ, რამ­დე­ნი ტყუ­ი­ლი თქვა ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, - ამ სი­ტყვე­ბით და­ი­წყო ფსი­ქო­ლო­გი­ურ და ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის, ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა თე­ო­ნა გვა­ზა­ვამ დას­კვნი­თი სი­ტყვა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 4 სა­ა­თია მიმ­დი­ნა­რე­ობს, დაც­ვის მხა­რე დას­კვნით სი­ტყვას წარ­მოთ­ქვამს.

ად­ვო­კატ თე­ო­ნა გვა­ზა­ვას გან­ცხა­დე­ბით, ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე არა­ერ­თხელ იც­რუა.

"ნო­მე­რი პირ­ვე­ლი ტყუ­ი­ლი, რაც ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და - "მე არ ჩავ­რე­ულ­ვარ სა­კი­თხში, თუ ვინ იქ­ნე­ბო­და ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მეჯ­ვა­რე, ეს რა ჩემი საქ­მე იყოო"...

ნო­მე­რი მე­ო­რე ტყუ­ი­ლი, რაც
ნელი დო­რო­ყაშ­ვილ­მა თქვა - ქორ­წი­ლის ეპი­ზოდ­თან, თით­ქოს ნა­ტა­ლია ნა­ჭყე­ბი­ას გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია იმ ფაქ­ტმა, რომ ზრდას­რუ­ლებს ქორ­წი­ლი უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ.

ტყუ­ი­ლი ნო­მე­რი სამი - ეს შე­ე­ხე­ბა მის სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას და სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რას. სა­ერ­თოდ, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, ის სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რას აგ­რძე­ლებს?

მე­ო­თხე ტყუ­ი­ლი - ნი­კო­ლო­ზი დამ­წყე­ბი ჩოგ­ბურ­თე­ლი იყო და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გა­ი­ზარ­და ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის კა­რი­ე­რა, რა­შიც დიდი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნეო", - გა­ნა­ცხა­და გვა­ზა­ვამ.

მან სხვა დე­ტა­ლებ­ზეც ისა­უბ­რა, რაც ად­ვო­კა­ტის შე­ფა­სე­ბით, დო­რო­ყაშ­ვი­ლის მხრი­დან ტყუ­ი­ლი იყო.

გვა­ზა­ვამ ბა­სი­ლაშ­ვილ­სა და დო­რო­ყაშ­ვილს შო­რის მი­მო­წე­რე­ბიც წა­ი­კი­თხა. რო­გორც ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, თუკი, ბა­სი­ლაშ­ვი­ლი მო­ძა­ლა­დეა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და მო­ძა­ლა­დის­თვის ის ეთ­ქვა, რაც მი­მო­წე­რი­დან წა­ი­კი­თხა.

ად­ვო­კა­ტის მიერ წა­კი­თხუ­ლის მი­ხედ­ვით, დო­რო­ყაშ­ვი­ლი ბა­სი­ლაშ­ვილს ეუბ­ნე­ბა: „ძა­ლი­ან ამ­ცდა­რი ვართ ჩვენ მენ­ტა­ლუ­რად. შენ თუ გინ­დო­და, რომ ჰო­ლი­ვუდ­ში გვე­ცხოვ­რა, გეთ­ქვა, ნეკ, ჩვენ ვი­ყოთ ცოლ-ქმა­რი, მე აქ ჩა­მო­ვალ ხოლ­მე, გა­ვი­ჩენ ვი­ღა­ცებს, შენც გა­ი­ჩი­ნე და ვი­ყოთ თა­ნა­მედ­რო­ვე ცოლ-ქმა­რი...შენ შე­გეძ­ლო ჩემ­თვის გეთ­ქვა, ნეკა, შენც იყა­ვი მო­დე­ლი, გა­ერ­თე მაგ­რად, მეც გა­ვერ­თო­ბი, მაგ­რამ ვი­ყოთ, რო­გორც ბრედ პიტი და ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი. ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნია, ერ­თო­ბი­ან და მერე რიგ­დე­ბი­ან. რა­ღაც მო­მენ­ტში მეც ამის მომ­ხრე ვარ, მაგ­რამ უნდა გეთ­ქვა".

ამას­თან, ად­ვო­კატ­მა რამ­დენ­ჯერ­მე იკი­თხა, რომ სა­კი­თხა­ვი იყო, ვინ ვის­ზე ძა­ლა­დობ­და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად.

პრო­ცეს­ზე დაც­ვი­სა და ბრალ­დე­ბის მხა­რე რამ­დენ­ჯერ­მე და­უ­პი­რის­პირ­და ერ­თმა­ნეთს.

წყარო: ambebi.ge

alt"ჩვენ თით­ქმის ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი ტყუ­ი­ლი ვნა­ხეთ სა­სა­მარ­თლო­ში და შე­იძ­ლე­ბა დო­რო­ყაშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ ყვე­ლა იტყუ­ე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში" - "ბასილას" მეგობარი გოგონა

alt"ის შეესწრო ინციდენტს, რომელიც მაშინ მოხდა, როცა დოროყაშვილი შვილის წამოსაყვანად მივიდა" - სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობარ ქალს დაკითხავენ

altრა თქვა ჟურნალისტებთან ნიკოლოზ ბასილაშვილმა - ჩოგბურთელი მორიგ სასამართლო სხდომას ესწრება

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნიკას დაანებეთ თავი, ვამპირებო!
მოქალაქე
22:02 20-10-2022
5
ნიკა! კაი გაძლება მოგცეს ღმერთმააა. ბიჭებო! როცა გოგოებს გაიცნობთ ფრთხილად უნდა იყოთ, რომ მათმა სილამაზემ არ დაგაბრმავოთ, მთავარი გარეგნული სილამაზე არ არის, მთავარი მისი ხასიათი და ქცევააა.
ნატა დეიდა.
21:07 20-10-2022
4

სიახლეები პოპულარული