ბასილაშვილმა კიდევ ერთი ფრანგი ადვილად დაამარცხა და რეიტინგში დაწინაურებაც გაინაღდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ქალაქ რუანში მიმდინარე ჩელენჯერის 1/8-ფინალურ ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ადვილი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა ჩოგბურთელმა კორტების მასპინძელი, მსოფლიოს 361-ე ნომერი, 28 წლის მატიას ბურგი ორ სეტში, 6:4, 6:2 დაამარცხა. 

ჩვენებური ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად კიდევ ერთ ფრანგს, უგო გასტონს დაუპირისპირდება. მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე ჩანიშნული.

ბასილაშვილმა მეოთხედფინალში გასვლით 20 სარეიტინგო ქულა უკვე შეიმატა და ორშაბათიდან მინიმუმ 3 საფეხურით დაწინაურდება, რისი წყალობითაც, 93-ე ჩოგანი გახდება. თუ ნიკა ამ ტურნირზე წარმატებულ სვლას გააგრძელებს, საუკეთესო 80 ჩოგბურთელში შევა და მომდევნო სეზონისთვის კარგ ხასიათსაც
შეიქმნის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული