ნიკამ მატჩი ვერ დაასრულა - ბასილაშვილისთვის 2023 წლის ავსტრალიური ტურნე ცუდად დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში მიმდინარე ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო, თუმცა უშედეგოდ.

ჩვენებურმა კვალიფიკაციის ნახევარფინალში შვედ მიკაელ იმერთან პირველი სეტი 1:6 დათმო, მეორე პარტიაში კი ანგარიში 1:1 გახლდათ, რის შემდეგაც ნიკოლოზმა მატჩი ვეღარ გააგრძელა, ამის სავარაუდო მიზეზი კი ტრავმაა.

შეგახსენებთ, რომ ეს ქართველისთვის 2023 წელს უკვე მეორე მარცხია, მან ინდოეთში, პუნეს ტურნირზე იტალიელ მარკო ჩეკინატოსთან წააგო.

ახლა ბასილაშვილი წლის პირველი დიდი სლემისთვის, ავსტრალიის ღია პირველობისთვის მოემზადება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ესეც ნელიკონას ბრალია?DDD
roma
14:48 08-01-2023
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული