უიღბლო წილისყრა - ბასილაშვილს ავსტრალიის ღია პირველობის პირველ რაუნდში ურთულესი მეტოქე შეხვდა

AutoSharing Option
საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს ავსტრალიის ღია პირველობის წილისყრაში აშკარად არ გაუმართლა.

ჩვენებურის მეტოქე პირველ წრეში აშშ-ის წარმომადგენელი, 25 წლის ტეილორ ფრიცი იქნება, რომელიც ამჟამად მსოფლიოს რეიტინგში მე-9 პოზიციას იკავებს.

აღსანიშნავია, რომ ჩოგბურთელები ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში თანაბარია.

დაპირისპირება 16 ან 17 იანვარს გაიმართება. თუ ნიკოლოზმა გამარჯვება მოახერხა, შემდეგ წრეში მისი მეტოქე ან ავსტრალიელი ალექსანდრ პოპირინი, ანდაც ტაივანელი ჩუნ ჰსინ ჩენგი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მიუხედავად ცუდი ფორმისა ძალიან თავისუფლად შეუძლია მოუგოს, უშუალოდ ფრიცზე მაქ საუბარი
Biankoneri
22:02 12-01-2023
2
ნიკამ ზოგადად ფორმის აღდგენაზე უნდა იფიქროს,პირველ რიგში!ძალიან გაუგრძელდა მარცხიანი სერია.ეტყობა ის ტრავმა,ჯერ კიდევ აწუხებს.
სოსო
19:27 12-01-2023
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული