სხვა

ჩოგბურთი

მაგარი ფინალის მოლოდინში! ინდიან უელსის ტიტულისთვის ალკარასი და მედვედევი შეხვდებიან

AutoSharing Option
ამერიკაში ინდიან უელსის 1000 ქულიანი ტურნირის ორი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.

დანილ მედვედევმა (6) მასპინძელთა წარმომადგენელი, ფრანსის ტიაფო (16) 7:5 7:6 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

რუსი ჩოგბურთელის მოწინააღმდეგე ესპანელი ყოფილი 1-ლი ნომერი, კარლოს ალკარას გარფია (2) იქნება, რომელმაც თავის მხრივ, იტალიელი იანიკ სინერის (13) ბარიერი ასევე 2 სეტში, 7:6 6:3 დაძლია.

ფინალური შეხვედრა 20 მარტს, თბილისის დროით 03:00 საათზე გაიმართება.