"დიდი დრო გავიდა, ამიტომ, მსურს, მცირე სიახლე გავუზიარო ჩემს გულშემატკივარს და ადამიანებს, რომლები ღელავენ ჩემს გამო. ბოლო 3-4 წელიწადია ცხოვრებაში ურთულესი პერიოდი მქონდა, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში.
ბოლო სამი წელია ვებრძვი იდაყვის ტრავმას. თამაში ჩემი შესაძლებლობების მხოლოდ 50%-ის ფარგლებში შემიძლია, ყოველ კვირა ვსვამ ტკივილგამაყუჩებლებს და ვცდილობ, გამოსავალი ვიპოვო.
ყოველ ჯერზე აუტანელი ტკივილით მიწევდა კორტზე გასვლა, რაც ენერგიას მაცლიდა, მაკარგვინებდა თავდაჯერებულობას. მე მაინც არ ვამბობ უარს,