"როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში ურთულესი პერიოდი მქონდა... მჯერა, გამოსავალს ვიპოვი" - რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალურ ქსელში

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით პოსტს ავრცელებს, სადაც თავის გულშემატკივარს მიმართავს:

"დიდი დრო გა­ვი­და, ამი­ტომ, მსურს, მცი­რე სი­ახ­ლე გა­ვუ­ზი­ა­რო ჩემს გულ­შე­მატ­კი­ვარს და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბი ღე­ლა­ვენ ჩემს გამო. ბოლო 3-4 წე­ლი­წა­დია ცხოვ­რე­ბა­ში ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი მქონ­და, რო­გორც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, ასე­ვე კა­რი­ე­რა­ში.

ბოლო სამი წე­ლია ვებ­რძვი იდაყ­ვის ტრავ­მას. თა­მა­ში ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მხო­ლოდ 50%-ის ფარ­გლებ­ში შე­მიძ­ლია, ყო­ველ კვი­რა ვსვამ ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩებ­ლებს და ვცდი­ლობ, გა­მო­სა­ვა­ლი ვი­პო­ვო.

ყო­ველ ჯერ­ზე აუ­ტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლით მი­წევ­და კორტზე გას­ვლა, რაც ენერ­გი­ას მაც­ლი­და, მა­კარ­გვი­ნებ­და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას. მე მა­ინც არ ვამ­ბობ უარს,
ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ და მჯე­რა, გა­მო­სა­ვალს ვი­პო­ვი. მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რის­თვის", - წერს ბა­სი­ლაშ­ვი­ლი.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ნიკა,ჯერ იმკურნალე და როცა შესძლებ,მერე განაგრძე შეჯიბრებებზე გამოსვლა.ასე, მუდმივად იახლებ ტრავმას და მკურნალობის გარეშე,სავარაუდოდ,ვერასოდეს შეძლებ,სრულფასოვან ბრძოლას.შენი მდგომარეობა,შენ რა თქმა უნდა უკეთესად იცი,მაგრამ შორიდან ასე მოჩანს.დიდი იმედი მაქვს,რომ სწორ გზას იპოვი და კვლავ გაგვახარებ,შენი გამარჯვებებით.ძალიან გვიყვარხარ და წარმატებებს გისურვებთ,გულშემატკივრები!
სოსო
15:55 12-05-2023
0
წარმატებები ნიკოლოზ! პირადში ბედნიერებას გისურვებ! პროფესიულში კი გამოჯანმრთელებას და თუ ინდივიდუალურად აღარ მოხერხდება კორტზე დაბრუნება, ეგებ საჩოგბურთო აკადემია გახსნა, აუცილებლად შემოვიყვან ჩემს შვილებს! დიდი მადლობა ჩემგან, როგორც რიგითი ქართველისგან რომ საქართველო მსოფლიო საჩოგბურთო რუკაზე დააფიქსირე და გააცანი ჩვენი ქვეყანა ჩორბურთის მოყვარულებს მსოფლიო მასშტაბით!
დათო
21:19 12-05-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული